⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2014
ძალის დაკარგვა 16.01.2015
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 348 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2014 მიღება
16.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2014 წლის 28 ივლისი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად          სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები თანდართული სახით (დანართი №1 თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილება - „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: ვებგვერდი  111124008,25/11/2011. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016071). 3. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 14 ივლისის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ რუსია დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ 1. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა. შ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. ა) პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. 2. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ხარჯების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისთვის გაითვალისწინოს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს წინა თვის  1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს, არა უგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან. 3. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას - ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.