📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 934 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2014 წლის 29 ივლისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და  ქონების მართვის  კომისიის დებულება თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2010  წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და  ქონების მართვის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური  და ქონების მართვის კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის,  ეკონომიკური და  ქონების მართვის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ინფრასტრუქტურის,  ეკონომიკური და ქონების მართვის კომისია (შემდგომ - კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს  რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“ 28-ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის  და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.  მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; გ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ; ვ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; ზ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგეს წინადადებებს დასახლებაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელის მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების შესახებ. ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ადგილობრივი ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ; კ) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით; ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ; მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს  ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ.  ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს  თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის შესახებ. პ) ახორციელებს საკრებულოს  რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს  რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, მისი სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.