⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,016 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2014 მიღება
01.08.2014 ძალაში შესვლა
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2014 წლის 28 ივლისი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N30 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოებას, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურებისა და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას. 2. სამსახურს გააჩნია ბეჭედი, შტამპი და საკუთარი ბლანკი. 3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 4. სამსახურის მისამართია: ქ. ხობი, თაყაიშვილის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანაა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის საზღვრებში ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, სახანძრო დაცვის ზედამხედველობის, ხანძრების ლოკალიზაცია-ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება, ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; გ) ხანძრების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; ე) ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობას; ვ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადარჩენის, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისთვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების (შედეგების) შესაძლო მინიმუმადე დაყვანას; ზ) ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა ევაკუაციის უზრუნველყოფას; თ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციების, ავარიების, კატასროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრასთან; ი) ხანძრის ქრობაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას; კ) სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას; ლ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან; მ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების ორგანიზებას; ნ) საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველად რეაგირებას; ო) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24 საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფას; პ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავებას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცებას „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 6 ივნისის N571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; ჟ) ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვას; რ) გამგებლის სხვა დავალებების შესრულებას; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის უფლებები სამსახურს უფლება აქვს: ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სავალდებულო სახელმწიფო ზედამხედველობითი მიწერილობები; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, თუ ამას მოჰყვება სახელმწიფო ქონების შენობა-ნაგებობების ან მთლიანად წარმოების ფუნქციონირების შეწყვეტა; დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაღვევისათვის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისთვის; ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ხანძრების ქრობისა და სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრირების განყოფილება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება; გ) სამაშველო განყოფილება. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 7🔗. ადმინისტრირების განყოფილება ადმინისტრირების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს სამსახურში საქმისწარმოებას, აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ და სამსახურში შექმნილ დოკუმენტებს; ბ) უზრუნველყოფს ხანძრების, სამაშველო ოპერაციების, ტექნოგენური სიტუაციების, მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას, საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მონაცემების შეკრებას, ზუსტ ანალიზსა და შეფასებას; გ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს: გ.ა) სამსახურის ფუნქციების და უფლებების შესრულების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას, დამუშავებას და შესაბამის სტრუქტურაში დადგენილ ვადებში და ფორმით წარდგენას; გ.ბ) სახანძრო-ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვას; გ.გ) სახელმწიფო ობიექტებზე, ხანძარსაწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება-შემოწმებას, მათ შორის განსაკუთრებულ და სარეჟიმო ობიექტებზე: გ.გ.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტები; გ.გ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტები; გ.გ.გ)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ობიექტები; გ.გ.დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ობიექტები. დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ობიექტებზე (ეროვნულ-მეურნეობებზე) ხანძრის ქრობის ოპერატიული გეგმების, ოპერატიული ბარათების და გეგმის შედგენა-კონტროლს; ე) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას და სწავლებას; ვ) აკონტროლებს ხანძრებზე და სამაშველო ოპერაციებში პირადი შემადგენლობის მონაწილეობის მზადყოფნას; ზ) რეაგირებს სახანძრო და სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე, კოორდინირებას უწევს და უზრუნველყოფს შესაბამისი ჯგუფის ოპერატიულ გასვლას შემთხვევის ადგილზე; თ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას; ი) აანალიზებს სამსახურის მუშაობის შედეგებს, ამზადებს წინადადებებს და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის; კ) ახორციელებს ხანძრის ქრობაში, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება: ა) ახორციელებს ხანძრების ქრობის ღონისძიებებს და მასში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას; ბ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; გ) აკონტროლებს ხანძრის ქრობის განხორციელების წესის შესრულებასა და მეხანძრეთა ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; დ) აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. სამაშველო განყოფილება სამაშველო განყოფილება: ა) მიწისძვრის, წყალდიდობის, ხანძრის, ავტოსაგზაო შემთხვევის და სხვა სახის ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო-სამძებრო ოპერაციებს; ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; გ) ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 10🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 11🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, თანამშრომელთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; გ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ყოველკვარტალურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელთან შუამდგომლობს (წარუდგენს) სამსახურში მისაღებ კანდიდატებს; ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას; ზ) აანალიზებს სამსახურის მუშაობის შედეგებს, ამზადებს წინადადებებს და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის; თ) ახორციელებს ხანძრის ქრობაში, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის ბიუჯეტის პროექტს; კ) მიღებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება; ლ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას; ნ) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში; ო) უზრუნველყოფს „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის N1254 ბრძანებით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელებას; პ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და გამგეობის დებულების საფუძველზე გამგებლის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 12🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; კ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის; ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე. თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 13🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 14🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის N1254 ბრძანებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 15🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 16🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით დადგენილი წესით.