⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.07.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
ძალის დაკარგვა 13.11.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,298 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
01.08.2014 ძალაში შესვლა
13.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2014 წლის 29 ივლისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის  N32 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.  (სსმ, 56, 29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104.016021). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 აგვისტოდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახური 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – გამგეობის საქმისწარმოებას, თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების  კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი და ბეჭედი, სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ.  №5. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საორგანიზაციო,  საქმისწარმოებისა და კადრების  განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; 3.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლე–ბამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და  კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციასა  და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) საკრებულოს, გამგებლის გამგეობის სამსახურებისა პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; დ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; ე) გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; ვ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი  შესრულების კონტროლს; ზ) სამსახურის სამუშაო გეგმის მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაო  გეგმების საფუძველზე გამგეობის  სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; თ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ი) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; კ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას; ლ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან; მ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის' პრინციპის დაცვით; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; პ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის  ეროვნულ ასოციაციასთან და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან;  ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; რ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის  საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილების ფუნქციები სამსახურის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;  ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;  გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;  დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;  ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;  ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას,  საჯარო ინფორმაციის გაცემას;  ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ო) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; პ) გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; ჟ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; რ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ს) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ტ) მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გამგეობის  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; უ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს  თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;  ფ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ქ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ღ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;  ყ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; შ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ჩ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას;  ც) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას; ძ) საკრებულოს, გამგეობის სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლების  სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; წ) გამგეობის სამსახურების  საოფისე მასალებით მომარაგებას; საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ჭ) გამგეობის და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; ხ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, გამგებლის გამგეობის სამსახურებისა  და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახურის  მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის და განთავისუფლების წესი ადმინისტრაციული სამსახურის  მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი. 1. ადმინისტრაციული სამსახურის  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას გამგებლის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო. 2. ადმინისტრაციული სამსახურის  მოსამსახურეთა  საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის  მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები. გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით. დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. მუხლი 9🔗. სამსახურის  მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის  მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური ვალდებულებანი. ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები. გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად. დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები. ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 10🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2.  სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.