⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.03.2015)
გაუქმებულია:

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 11.03.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 591 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
11.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2014 წლის 30 ივლისი დ. ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის  დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე დანართი №1 ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახური         1. გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას,  მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.        2.  სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.        3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.   სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით.  სამსახურის  მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ"   საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ)   მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ვ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე,   შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას; ზ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე; თ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; ი)  წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; კ)   წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;  ლ)  გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; მ)  რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას; ნ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; ო) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; პ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; ჟ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; რ)  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ს)  გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის  ჩამოყალიბებასა და განვითარებას; უ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ფ)  საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ქ)  მშენებლობის ნებარვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას; ღ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას; ყ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას; შ)  მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების  განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.