📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 876 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
19.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2014 წლის 29 ივლისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის      1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის   და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება (დანართი № 1) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის № 29 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016019, ვებგვერდი 130111, 13/01/2011). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე აბაშის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ  მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1 მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გამყოფილება; გ) წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებს  შორის; დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას  ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. ზ)შემოსული  და  ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; თ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; ი) დოკუმენტების გადაცემას  შემსრულებლისათვის; კ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ლ)დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ       ინფორმაციის მომზადებას; მ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ნ) საქმეთა  მომზადებას  არქივისათვის  ჩასაბარებლად; ო) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; პ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ჟ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; რ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ს) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გამყოფილება მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; ბ) საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა  სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას,  კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა  საოფისე მასალებით მომარაგებას; ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ზ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების  სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება 1. წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციის მიწოდებას გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) წარმომადგენლების მიერ  მოწოდებული ინფორმაციის მიწოდებას გამგებელზე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას. დ) გამგებლის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას. ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.