აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2014 წლის 29 ივლისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება. (დანართი №1)
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7თებერვლის №3 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016111ვებგვერდი, 11/02/2013).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
მუხლი 1🔗.
გამგეობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, კეთილმოწყობას,მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიასქ. №1
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ინფრასტრუქტურის,კეთილმოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება;
ბ.ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ი) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
კ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ნ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ო) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ს) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
უ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ქ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ყ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
შ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ჩ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს.
ც) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილების ფუნქციები
ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
თ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
კ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
მ) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ნ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ო) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
პ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ჟ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ)კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე შენებლობის შეჩერებას ანუ ნებართვოდემონტაჟს;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/დადამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან და/ან ნაწილობრივი დემონტაჟისშესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარეიერსახის, გარერეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების დადასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალური მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოსატრანსპორტო პარკირების საკითხებზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგების მიერ მიღებული სამართლებრივიაქტების შესრულებაზე .
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
თ)ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ი)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/დადამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟისშესახებ;
კ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწისგათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულები და მიწისგრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
ნ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
ო)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.