„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2014 წლის 30 ივლისი ქ. ზესტაფონი |
,, 5.2 სოციალური პროგრამები - 1347.0 ათ . ლარი ( პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით
უზრუნველყოფას . სახელმწიფო ბიუჯეტიდანგამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით
გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას .
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
სოციალური პროგრამები
სოციალური პროგრამები მოიცავს : ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები / რეგისტრირებული , ( მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი )
მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს
: - ოჯახების განვითარების , ცხოვრების პირობებისგაუმჯობესების , სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევევნციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ერთობლიობას . აგრეთვე ,ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების
ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს,მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი ( სოციალურიჯგუფი ).
ერთჯერადი ფინანსური დახმარება 460.0 ათასილარი ( პროგრამული კოდი 060201)
პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების / ოჯახების მიმართ რომელთაც :
ა) შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა ) 1000 – ლარის ფარგლებში .
ბ) აგრეთვე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით , იმ პირების / ოჯახების
მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკისქვეშ ( ენგრევა საცხოვრებელი სახლი , არ აქვს თავშესაფარი და სხვა )
და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას 2000 ლარის ფარგლებში ( შესაბამისი დოკუმენტაციისსაფუძველზე ).
ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების
გათვალისწინებით .ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთჯერ .
მეორედ დამატებითი გაცემა დაიშვება , მხოლოდ გამონაკლის
შემთხვევაში, რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე არყოფნის შემთხვევაში, ერთ-ერთის შუამდგომლობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ერთეულს არ ჰყავს არც მაჟორიტარი დეპუტატი, არც წარმომადგენელი, დახმარება გაიცეს სოციალური დახმარების განმკარგავი კომისიის გადაწყვეტილებით.
ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე :
1) სოციალურად დაუცველი ოჯახები , რომელებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს
მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ არიანსახელმწიფო შემწეობის მიმღები დახმარება განისაზღვროს თითოეულ ოჯახზე
150 ლარით .
2) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები :
ცერებრალური დამბლით , აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს დახმარება განესაზღვროს
300 ლარით.
შაქრიანი დიაბეტით ( ინსულინ დამოკიდებული ) ფსიქიური აშლილობით დაავადებული ბავშვები 150 ლარი .
სხვა შშმ მქონე ბავშვები - 100 ლარი
3) მარტოხელა დედები რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი / ბავშვები დახმარება განისაზღვროს 150 ლარით .
4) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ) – 400 ლარი .
5) არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები , რომლებიც დაავადებული არიან კოქსართროზით და საჭიროებენ
მენჯ - ბარძაყის პროტეზირებას , მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა
ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001- დან 100 000- მდე - დახმარება განესაზღვრათ ოპერაციის ღირებულების 50%- ით , ( უნაღდო ანგარიშსწორებით )
6) მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგილი ოპერაციები დამომსახურება). ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება სყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და /ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ პაციენტის მიერ დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახდელი წილის 50%-ით (უნაღდო ანგარიშსწორებით). პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა არაუმეტეს 750 ლარისა .ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 50000 ლარი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადიდახმარების სახით, იმ ბენეფიციარებზე რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს.
მოსალოდნელი შედეგები :
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება .
შეფასების ინდიკატორი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება .
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა .( ეპილეფსია პარკინსონი ) 124.4 ათასი ლარი
პროგრამაითვალისწინებს :
ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარების ( უფასო მედიკამენტების ) გაცემა სიმპირების მიმართ ,
რომელთაც დადგენილი აქვთ დაავადება ეპილეფსია ან / დაპარკისონი და ესაჭიროება ამავე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები .
ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად .
გ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ოკუმენტის ( რეცეპტის ) საფუძველზე .
დ) დახმარება გაიცემა - პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით, ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არა უმეტეს ორიდასახელების მედიკამენტისა , რომელთა დაფინანსების ღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის , ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს .
ე) დახმარების თანხა გაიცემა ( უნაღდო ანგარიშსწორებით ): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით , შემსრულებლის მიერმოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე .
მოსალოდნელი შედეგები :
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება .
შეფასების ინდიკატორი
სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება .
თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დახმარება 30,0 ათასი ლარი .
პროგრამა ითვალისწინებს :
ა) ჰემო - დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით გამოყოფას ;
ბ) ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ : პირადობის დამადასტურებელი მოწმობა .
ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ
. ( ფ /100) შეფასების ინდიკატორი
ბენეფიციარების სტიმულირება .
ხანდაზმულთა სოციალური დაცვა „ უფასო სასადილოთი “ უზრუნველყოფა 88.0 ათასი ლარი .
პროგრამა ითვალისწინებს :
ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარებას ( უფასო სასადილი ) პირის / ოჯახის მიმართ , რომელიც არის ბაზაში
რეგისტრირებული პირი / ოჯახი ( ოჯახისსოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001- ს .)
და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული .
ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით ;
გ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ – უფასო სადილი
( მენიუს შესაბამისად );
დ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით .
ე ) დახმარების თანხა გაიცემა ( უნაღდო ანგარიშსწორებით ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგები :
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება .
შეფასების ინდიკატორი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ( ახალშობილები ) 80.0 ათასი ლარი .
პროგრამა ითვალისწინებს :
ა) ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების / ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის :
ა. ა) სოციალურად დაუცველი ოჯახი - თუ ოჯახი (ახალშობილის ერთ - ერთი მშობელი) რეგისტრირებულია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთაერთიან ბაზაში ( ტექსტში შემდეგ „ ბაზაში რეგისტრირებული ”)
და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001- ს ;
ა . ბ) მრავალშვილიანი ( დედისთვის – მე -3, მე -4 და მეტი ) ახალშობილის ოჯახი ;
ა. გ) ტყუპი ( ერთდროულად 2 და მეტი ) ახალშობილის ოჯახი ;
ა . დ ) დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი ;
ბ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად .
გ) დახმარება გაიცემა თუ :
გ . ა) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის
ასაკი არ აღემატება 1 წელს .
გ . ბ) იმავე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში .
გ . გ) ახალშობილის მშობელი – მამა , რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა .
დ ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ :
დ . ა ) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე – გასაცემი თანხა 250 ლარი .
დ . ბ ) მე-3 ახალშობილის ოჯახზე – 350 ლარი .
დ . გ ) მე-4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა 450 ლარი .
დ . დ ) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი .
დ . ე ) დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა 250 ლარი .
ე ) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის „ დ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით , დახმარებამიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით ,
მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით .
მოსალოდნელი შედეგები :
- მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა
შეფასების ინდიკატორი
მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა .
სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება .
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში 564.6 ათასი ლარი
( პროგრამული კოდი 06 02 02)
1. დროებით შრომისუუნარობის გამო სადეკრეტო და საბიულეტინო შვებულებაში მყოფი პირების
დახმარება 5.0 ათასი ლარი .
2 .სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება 20.5 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 0807)
პროგრამა ითვალისწინებს :
ა) ფულადი დახმარების გაცემა სტიქიის ( მიწისძვრა , წყალდიდობა , ქარიშხალი , მეწყერი , ხანძარი,
ღვარცოფი , ნიაღვარი , ყინვა და სხვა ) შედეგად დაზარალებული პირის / ოჯახის მიმართ , რომელთაც
მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო საცხოვრებელ სახლზე
დაამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს .
ბ) დახმარება გაიცემა თუ :
ბ. ა) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში .
ბ . ბ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის
(ორგანო , სამსახური , კომისია , სპეციალური ჯგუფი )მიერ .
გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის
მასალების გათვალისწინებით .
დ ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში
არაუმეტეს ერთჯერ . დამატებითი გაცემა დაიშვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში , რაც არგუმენტირებული
უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის რწმუნებულის შუამდგომლობაში
მოცემული გარემოებებით .
ე) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 2000 ( ორი ათასი ) ლარს .
მოსალოდნელი შედეგები :
- სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა .
შეფასების ინდიკატორი
სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება .
3. სარიტუალო – გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება 50.8 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს :
ა) ფულადი დახმარების გაცემას, სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად – თუ პირი, გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის პერიოდში , გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო :
ა. ა) ბაზაში რეგისტრირებული ( გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც ) და მისი ოჯახის სოციალური
მდგომარეობის შეფასების ქულა იმდროისათვის არაღემატება 57 001 ქულას .
ა. ბ) დევნილის სტატუსის მქონე .
ა. გ) უპატრონო მიცვალებული ( უპატრონოდ მიიჩნევა პირი , რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან
დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ დაკომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა
დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით ).
ბ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ იმ პირს , რომელმაც გაიღო დაკრძალვის
ხარჯები და არის :
ბ. ა) რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილთან ერთად ( ბაზაში ფიქსირდება ოჯახის შემადგენლობაში ),
ბ. ბ) არის გარდაცვლილის - მეუღლე , მშობელი , შვილი , შვილისშვილი , შვილისმეუღლე , და , ძმა , დისშვილი ,
ძმისშვილი , გერი ან სხვა უფლებამოსილიპირი რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი .
ბ . გ ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო
მომსახურების ანაზღაურების სახით ,შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე .
გ) ბენეფიციარი განისაზღვრება – დახმარების მიღებაზე უფლბამოსილი პირის განცხადების / მომართვის შესაბამისად .
დ) ფულადი დახმარება გაიცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ :
დ. ა) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას – გასაცემი თანხა 200 ლარი .
დ. ბ) დევნილის გარდაცვალებისას – გასაცემი თანხა 200 ლარი .
დ. გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი ( უნაღდო ანგარიშსწორებით ) – არაუმეტეს 400 ლარი .
ე) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის „ დ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ერთზე მეტი საფუძვლით , დახმარება მიეცემა მხოლოდერთ - ერთი საფუძვლით .
სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის,
თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა .
მოსალოდნელი შედეგები
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ( გარდაცვლილთა ოჯახების ) ფინანსური დახმარება .
შეფასების ინდიკატორი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა .
4. სადღესასწაულო დახმარება 71.8 ათასი ლარი
პროგრამა ითვალისწინებს :
ა) ფულად ან / და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის / ოჯახის ან / და
სოციალური ჯგუფების მიმართ , ღირსშესანიშნავ , ტრადიციულ დაისტორიული თარიღებთან
დაკავშირებით სოციალური თანადგომა / მხარდაჭერის მიზნით .
ბ) დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე , ასევე სოციალურ ჯგუფებზე :
ბ. ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეები – 200 ლარი .
ბ. ბ) სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახები ( მეომრის – მეუღლე,
შვილი , მშობელი ) – 300 ლარი .
ბ. გ) დედ - მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე ) – 200 ლარი .
ბ. დ) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები , რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად .
ბ. ე) ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები ) – 300 ლარი .
ბ. ვ) უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე ). ( რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად )
ბ. ზ) ავღანეთის ომის მონაწილეები – 100 ლარი .
ბ. თ) 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეები - 200 ლარი .
ბ. ი) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეები - 150 ლარი .
ბ. კ) და სხვაკომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები :
ბ . ლ ) უსახლკარო ბენეფიციართა დახმარება - 200 ლარი
გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის / სოციალური
ჯგუფის შერჩევის შესაბამისად .
დ) დახმარება გაიცემა ( ნაღდი / უნაღდო ანგარიშსწორებით ):
დ. ა) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული
ოდენობა შეადგენს 500 ( ხუთასი ) ლარს .
დ. ბ) სოციალურ ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ
უნდა აღემატებოდეს 10000 ( ათი ათასი ) ლარს .
დ. გ) ინდივიდუალურ პირზე ან / და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით ( საჩუქარები ,
საკვები პროდუქტები , ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ .)გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული
ოდენობა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ( ხუთი ათასი ) ლარს .
5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის დახმარება
(ომის გმირი ) 4.3 ათასი ლარი
დახმარება ნატურალური ფორმით დაზიანებული სახლის მასალები .
შესაბამისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე .
6.უნარშეზღუდულ უსინათლოთა კავშირში გაერთიანებულ 95 ბენეფიციარებზე კომუნალური
გადასახდელების დაფინანსებისათვის 25.0ათასი ლარი მ / შ :
უნარშეზღუდულ I ჯგუფის უსინათლოებზე თითოეულს თვეში 30 ლარი .
უნარშეზღუდულ II ჯგუფის უსინათლოებზე თითოეულს თვეში 25 ლარი .
დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით , შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე .
პროგრამის მოქმედების ვადა :
2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე
მოსალოდნელი შედეგები
უსინათლოებისა და მათი ოჯახების კმაყოფილება
7. სოციალური გაუცხოების საკითხები , რომელიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას .
მუხლი 1 პუნქტი ა . 387.2 ათასი ლარი . ( სათნოების სახლის რეაბილიტაციისათვის ) “
|