წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
ძალის დაკარგვა 02.02.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.104.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 29 ივლისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (სსმ,56,29/11/2010, სარ.კოდი: 140060000.35.104.016018).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 აგვისტოდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება მოქმედებს 2014 წლის 1 ნოემბრამდე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახური
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,გამგეობის დებულების,ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
4.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების–განყოფილებებისაგან;
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ჯვარის სახანძრო განყოფილება;
ბ)
წალენჯიხის სახანძრო–სამაშველო განყოფილება;
3.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
4.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით,მოსამსახურეთა წახალისების დამათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის,მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების შესახებ;
დ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ე)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტებს;
ვ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური:
ა)
უზრუნველყოფს და ორგანიზაციას უწევს ხანძრის პროფილაქტიკასა და სახანძრო ზედამხედველობის განხორცილებას, ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
ბ)
ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, ამ ღონისძიებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებასა და მომსახურეობის გაწევას.
გ)
აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და დადგენილი წესით შესრულებას;
დ)
ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში და სამაშველო სამუშაოებზე მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას;
ე)
მიწიძვრის, წყალდიდობის და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციეში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ზ)
ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე;
თ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდეობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიით.
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ)
გაუფრთხილნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.