⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.110.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 918 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ     აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2014 წლის 29 ივლისი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის  ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება (დანართი № 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №33 დადგენილება.  (სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.110.016023.ვებგვერდი, 130111, 13/01/2011) მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დებულება   აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება  საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფა. თავი I ზოგადი დებულებანი   მუხლი 1🔗. გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახური 1. აბაშის სახანძრო-სამაშველო სამსახური არის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“,  საქართველოს კანონებით, ამ დებულებით,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 3. სახანძრო-სამაშველო სამსახური ანგარიშვალდებულია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 4. სამსახური ფინანსდება აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. 5. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის ბრძანებით ახორციელებს სამსახურის  ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – სახანძრო განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით,  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი II სამსახურის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანებია 1. სახელმწიფო სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში. 2. სამსახური დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას. 4. ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო სახანძრო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებზე. 5. გააკონტროლოს  ხანძარსაწინააღმდეგო  ზედამხევდელობას  დაქვემდებარებულ ობიექტებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება, ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება. 6. მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას. 7. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურის მიერ ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციის და მისი განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას. 8. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას. 9. აანალიზებს  ხანძრებზე  და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის დანაყოფების მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის. 10. ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას. 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს ხარჯთაღიცხვის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად. 12. აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას. 13. სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან. 14. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად მომხდარი შედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების ფუნქციები 1. სახანძრო დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების ორგანიზებას, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარებას; ბ) მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო  წყალმომარაგების კონტროლს, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადებას; გ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას; დ) სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლს; ე) შრომის, დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ვ) დანაყოფებში საგანგებო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზებას; ზ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზებას. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი.. 2. სამსახურის უფროსის სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს სამსახურის უფროს მეთაურთა, საშუალო მეთაურთა შემადგენლობას და სხვა თანამშრომლებს. 3. სამსახურის უფროსი. ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს ქვედანაყოფების მუშაკთა შორის; გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, აწესებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს დაქვემდებარებული დანაყოფების მუშაკების მიმართ. დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს  წარუდგენს  წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ; ვ) გამგებლის  წინაშე  შუამდგომლობს  იმ  სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს; თ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას; ი) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თავი IV სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.