წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
ძალის დაკარგვა 13.11.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2014 წლის 29 ივლისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 და 25–ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №24 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 56,29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104.016013)ю
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
4.
სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.წალენჯიხა, სალიას ქ.N5.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებაж;
ბ)
ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება
სამსახურის ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება–გაუქმების და კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში მათი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადებას;
ბ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას;
გ)
ამ სფეროში ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება
სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
გ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე)
წინადადებების და სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ზ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
კ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ლ)
ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
მ)
მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს.
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად;
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.