⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.03.2015)
გაუქმებულია:

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 27.03.2015
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,040 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
27.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2014 წლის 30 ივლისი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესის  დამტკიცების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 28 მარტის   №6  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური  დახმარების გაცემისა და მიღების წესი ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.  თავი I  სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები    საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები: ა)  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები; ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები; გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; დ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა; ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი        ფორმით გასაცემი დახმარებები; თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა; ი) უმუშევართა სოციალური დაცვა; კ) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა; ლ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2🔗. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით:     ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;      ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;      გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება.       2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:      ა) წერილობითი განცხადება;      ბ)  დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;      გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.     დ)  ვეტერანის მოწმობის ასლი;      ე)  ქორწინების მოწმობის ასლი,  შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის        კანონისმიერი  მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი. მუხლი 3🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები      1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა   სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი)-დან 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით.       2. მიმღები და თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს:      ა) წერილობითი  მომართვა;      ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;   გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის პირადობის მოწმობა(ასლი). მუხლი 4🔗. ავადმყოფთა სოციალური დაცვა 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის უკიდურესად გაჭირვებულi ოჯახის მძიმე  ავადმყოფებზე, წელიწადში ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის ოდენობით: ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის II ბ-IV ხარისხით; ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდირებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის- ,,პეისმეიკერის“, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები II-III ხარისხის უკმარისობით; დ) ონკოლოგიური დაავადებები II-IV კლინიკური ჯგუფი ან/და რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიული, ჰორმონოთერაპიული, სხივური-თერაპიული და პალიატიური) მკურნალობას; ე) შაქრიანი დიაბეტი-ტიპი 1, ტიპი 2-ინსულინმომხმარებელი; ვ) ქრონიკული ჰეპატიტი  ,,в” და ,,с” ზ) ღვიძლის ციროზი; თ) ეპილეფსია; ი) ფსიქიური აშლილობა. 2. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან  ასლი მკურნალი  ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ე) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი. 3.  ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ საჭიროებენ ოპერაციას, ამასთან ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული და ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარჯის დაფარვას,   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელიწადში ერთჯერადად  გაიცემა დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე. 4. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი მკურნალი ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ) მკურნალი ექიმის დასკვნა, ოპერაციის შემთხვევაში ანგარიშფაქტურა სტაციონარიდან;  ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 5. ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია დაავადებები, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 6.  ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი მკურნალი ექიმის მიერ ბეჭდით დამოწმებული); დ)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 7. საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ  მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა   ქალაქებში, მიეცემათ  100 (ასი) ლარი  ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვის მიზნით. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე. 8.   ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;     გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ); დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი; ე)  ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება თანხის მიმღები პირის ანგარიში; ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, 9.  ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე 18 წლამდე მოზარდებს,  რომლებიც საჭიროებენ  თერაპიულ  მკურნალობას, დაენიშნოთ ყოველთვიური  დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი  სია, შემდგომში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის  მომზადებას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე. 10. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ); დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი; ე)  ცნობა ბანკიდან, სადაც მითითებული იქნება  თანხის მიმღები პირის  ანგარიში. მუხლი 5🔗. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.  1. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) ხანძრის შედეგად დაზიანებული  დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით; დ) რაიმე დაავადების შედეგად მასობრივად გაწყვეტილი პირუტყვის მეპატრონის ოჯახზე  100 (ასი) ლარის ოდენობით; ე) მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული    საცხოვრებელი სახლის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულის დაზიანების შემთხვევაში,  არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი სამსახურის მიერ (ან ასლი დამოწმებული ბეჭდით უფლებამოსილი სამსახურის მიერ); დ) ცნობა ბანკიდან სადაც მითითებული იქნება პირადი ანგარიში. მუხლი 6🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. კომისიის მიერ მიჩნეულ განსაკუთრებულად  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე გაიცეს ფულადი დახმარება ერთჯერადად წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. კომისიის მიერ მიჩნეულ გაჭირვებულ ოჯახებზე - სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით  100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. კომისიის მიერ მიჩნეულ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, რომელსაც შეეძინება მესამე შვილი, მიეცეს დახმარება  200(ორასი) ლარი, მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში - 300(სამასი) ლარი, მეხუთე  ან მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში კი  500 (ხუთასი) ლარი. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში  გამგებლის  წარმომადგენლის  მიერ მიჩნეულ  გაჭირვებულ ოჯახზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად  წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს. 6. მუნიციპალიტეტში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები; დ)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუხლი 7🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებზე  100 (ასი) ლარის ოდენობით,  ერთჯერადად წელიწადში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის  ასლი; გ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის, (ასეთის ყოლის  შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუხლი 8🔗. ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; ბ) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი, უნგრეთი) მებძოლ ომის მონაწილეებს; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; დ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; ე) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს; ვ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს; 2. თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარამდე. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 4. პირველ  პუნქტში მითითებულ ბენეფიციარებზე  წახალისების მიზნით  მუნიციპალიტეტს შეუძლია გასცეს  ფულადი დახმარება სადღესასწაულოდ: 26 მაისს,  9 მაისსა და 31 დეკემბერს  საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახური წერილობით მიმართავს. თანხის ოდენობა განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 9🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა 1. რომელიმე მშობლით ობოლ ბავშვებს, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი მიეცემათ ერთჯერადი დახმარება წელიწადში. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს. 2. მარტოხელა პენსიონრებს, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული  შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. 3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად. 4. ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება.      ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა  გარდაცვალების შესახებ; დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუხლი 10🔗. უმუშევართა სოციალური დაცვა 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ.  თანხა გაიცემა ერთჯერადად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუხლი 11🔗. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა . 1. ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაიცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  2. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუხლი 12🔗. საცხოვრებლით უზრუნველყოფა 1. დახმარებები დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფასთან, გაიცემა თვეში  არა უმეტეს 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით. 2.  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის);  გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი; დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც  იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი); ე) ცნობა ბანკიდან პირადი ანგარიშის შესახებ. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის  სოციალური დახმარების  გაცემის ორგანიზება მუხლი 13🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის  მუნიციპალიტეტს.   2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.  3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე მოსამზადებლად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურს, რომელიც სათანადო მასალებს შეისწავლის. მუხლი 14🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, რომელსაც ავალდებულებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური  ბრძანებით. 2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, განიხილავს და შეისწავლის ბენეფიციართა დოკუმენტაციას შესაბამისი ადმინისტარციული ერთეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა დახმარებით, ინდივიდუალურად. ყოველთვიურად ამზადებს შესაბამის ბრძანების პროექტს თანდართული დოკუმენტაციით მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად. 3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მუხლი 15🔗. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვალდებულება. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია: ა) ინდივიდუალურად გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაცია სოფლის ტერიტორიაზე მცხოვრებ გაჭირვებულ მოქალაქეს. ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წერილობით მიაწოდოს იმ ბენეფიციართა სია, რომელთა მიმართაც  მიზანშეწონილად მიიჩნევენ დახმარებას. გ) შესაბამის ტერიტორიაზე  უზრუნველყოს თანხის მიმღებ პირთა სიის გასაჯაროება. მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების   მიღება  1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შესაბამის პროექტს განსახილველად წარუდგენს საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიას, რომელიც დასკვნას უგზავნის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს.    2. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის შესახებ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას .    3. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის მე–4 და მე–5 მუხლებით გათვალისწინებული განსხვავებული თანხით დახმარების გაცემა, ადმინისტრაციული ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარების გაცემის თაობაზე.    4. განსხვავებული თანხის გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ბძანებას გამოსცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 17🔗. დახმარების გაცემა 1. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში.    2. თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ  წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 18🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.