📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,304 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2014 მიღება
08.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2014 წლის 29 ივლისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე   მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა)  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N30 დადგენილება „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის   შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“ (სსმ,56,29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104. 016019); ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N28 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“ (სსმ,56,29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104. 016017). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 აგვისტოდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა  და იძულებით გადაადგილებულ  პირთა სამსახური 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილულ  პირთა სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.                                                                                                   4. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლი.                                                                                                                                                           5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. წალენჯიხა, კ. სალიას ქ. N 5. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებებისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოციალური განყოფილება;        ბ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  განყოფილება; გ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; დ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება; ე) განათლების განყოფილება; 3.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3🔗      მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მის გასაუმჯობესებლად წინადადებების მომზადება. მუხლი 4🔗. სოციალური განყოფილება სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს:                                                                                                             ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;                                                                                                                      ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;                                                                                                               გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;                                                                                                                                                დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და წარმოებას; ე) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;                                                                               ვ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;                                                                                                                                                           ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  განყოფილება სამსახურის დევნილთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას; ბ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას; გ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება    სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, რელიგიურ, მხატვრულ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციას, თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობას; დ) საბიბლიოთეკო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას შემოქმედებითი განვითარებისათვის; ე) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების; ზ) კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას; თ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება     სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამის სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; ე) ახალი სასწავლო წლისათვის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას; ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაციას; ზ) საბავშვო და ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას; თ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობას, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობას; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; კ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; ლ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას. მუხლი 8🔗. განათლების განყოფილება სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი განათლების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; დ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სახელოვნებო განათლების კოორდინაციას; ე) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; ვ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას; ზ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას. მუხლი 9🔗. სამსახურის უფროსი    სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს.  თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 10🔗. სამსახურის თნამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად; გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებანი  სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.