ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2014 წლის 30 ივლისი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს მათი საზღვრები:
ა) ხაშურის ადმინისტრაციული ერთეული - ხაშურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ბ) სურამის ადმინისტრაციული ერთეული - დაბა სურამის, სოფლების: ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა, დიდი ბეკამი, პატარა ბეკამის ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) ხცისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფლების: ხცისი, მიწობი, კრისხევი, დიდი თხილნარა, პატარა თხილნარას ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში;
დ) წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული - სოფლების: წაღვლი, კლდისწყარო, ქვემობროლოსანი, ზემობროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი, ტიტვინისწყაროს,ყობის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში
ე) წრომის ადმინისტრაციული ერთეული - სოფლების: წრომი, ახალშენი, ნადარბაზევი, იმერლიანთკარი, დიდი ხავლეთი, დიდი ყელეთი, პატარა ყელეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ვ) ხალების ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: დიდი ხალები, პატარა ხალები, ღართა, სარტყელა, ღვრიაწყალი, ალექსანდრეს წყაროს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
ზ) ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ქვიშხეთი, ტაშისკარი, მონასტერი, ბეღლითი, ბულბულისციხე, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტეზერი, ყიფიაანთუბანი, სავანისუბანი, რუსაანთუბანის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
თ) ცხრამუხის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ცხრამუხა, თაგვეთი, კოდისწყარო, რბონა, ჯვართმუხა, დამჩხეულა, ქაშვეთის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
ი) ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური, ახალსოფელი, ღუდა, ნარუჯები, ღანძილების ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
კ) ფლევის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ნაცარგორა, ტკოცას ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
ლ) ცოცხნარის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ქემფერი, ცოცხნარა, წაბლოვანა, ცედანი, ოძისი, ცივწყაროს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
მ) ალის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ალი, ბრილი, ახალუბანი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ცხეთიჯვარი, უწლევი, ნაბახტევი, ქინძათის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;
ნ) გომის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: გომი, ხიდისყური, ვაყა, ქვემო აძვისი, დიდი სატივე, აგარები, პატარა სატივეს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე