⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,072 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
19.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2014 წლის 30 ივლისი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე და 25-ე მუხლების  შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის  №20 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 21.10.2010; 010260020.35.107.016008). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი №1 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის  №12 დადგენილების შესაბამისად. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდეგში სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც  თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა  სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური: 1. უზრუნველყოფს კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; 2. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგებლის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; 3. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; 4. ახორციელებს გამგებლის და გამგეობის მიერ ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; 5. ორგანიზებას უწევს გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა (მათ შორის საზღვარგარეთ,  თვითმმართველ თემებთან, თვითმმართველ ქალაქებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 6. უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; 7. ორგანიზაციას უწევს გამგეობის მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას, გამგეობის მოსამსახურეთა პერიოდულ ატესტაციას; 8. აკონტროლებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; 9. ორგანიზაციას უწევს გამგეობის მოსამსახურეთა სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას; 10. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგებლის და გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; 11. აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; 12. უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში ერთიან საქმის წარმოებას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; 13. ორგანიზებას უწევს გამგებლის და გამგეობის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; 14. საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს გამგებელს, გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს. 15. უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, ანალიტიკურ და პროგრამულ მომსახურებას; 16. უზრუნველყოფს გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტ პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ-გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას; 17. უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას, სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას; 18. უზრუნველყოფს გამგებელს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სათანადო კომპლექსით; 19. ახორციელებს კონტროლს გამგებლის და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე; 20. უწევს გამგებელს სათანადო რეკომენდაციებს და კონსულტაციებს საკრებულოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; 21. ახორციელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნული გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; 22. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; 23. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურეობას; 24. საკრებულოს, გამგეობის თანამდებობის პირებისა და  და მუნიციპალური სამსახურების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით; 25. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1.  სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების  განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ)საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. დ). ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება. 7) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლისა და სხვა თანამდებობის პირების თათბირების ჩატარების ორგანიზებას; ბ)ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარების ორგანიზებას; გ) გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს; დ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ე) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის; ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორამციის მომზადებას; ზ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის; ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; კ) წინადადების მომზადებას მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების თაობაზე, კონტროლს მათ შესრულებაზე; ლ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ნ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ო) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას; პ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფასა და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ჟ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  დებულებების, მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადებას, საშტატო ნუსხის თაობაზე წინადადებების მომზადებას; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 8) იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგეობის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან; გ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; დ)  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 9.  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ბ) გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარებას, მათ ურთიერთობას სხვა ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და მოქალაქეებთან; გ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; დ) მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას. ე) გასაცემი საჯარო ინფორმაციის მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ 10. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას; ბ) ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან; გ) წინადადებების მომზადებას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ; დ)  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1.  სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.