⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.06.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 08.06.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 930 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
08.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2014 წლის 30 ივლისი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე და 25-ე მუხლების  შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 13.12.2011; 010260020.35.107.016069);        ბ) ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის №28 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 13.12.2011; 010260020.35.107.016070). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი №1 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს. დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  30 ივლისის №12  დადგენილების შესაბამისად. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბალნკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №9. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: 1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; 2. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; 3. განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება; 4. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; 5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა  და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა  და მათი განხორციელების კოორდინაცია; 6. ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია; 7. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; 8. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა; 9. სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; 10. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; 11. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია; 12. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; 13. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა; 14. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, სპორტული შეჯიბრებების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა; 15. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა; 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა; 17. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; 18. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1.   სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ)  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 7. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ა.შ) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას; გ) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 8. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებას; ბ) წინადადებების შემუშავებას მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე; გ) მუნიციპალიტეტის მაშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობას, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; დ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და  პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.