ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2014 წლის 30 ივლისი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №10 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 13.03.2013; 010260020.35.107.016108).
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილების შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში სამსახური) არის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შექმნილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,“ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
2. სოციალურ დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
3. ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას;
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალურ გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
5. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალურ დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვას;
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა აღრიცხვას, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას;
8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
9. სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
10. ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
11. შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამის წინადადებათა მომზადებას;
12. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განყოფილება.
7. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღრიცხვის ხელშეწყობას;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოცილური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.