⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 786 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2014 მიღება
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2014 წლის 30 ივლისი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-ე და 25-ე მუხლების  შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27  დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 21.10.2010; 010260020.35.107.016015). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დანართი №1 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12   დადგენილების შესაბამისად. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდეგში სამსახური) არის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,“ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით,  ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ჩხოროწყუ, მ. კოსტავას  ქ. №11. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური: 1. უზრუნველყოფს და ორგანიზციას უწევს სახანძრო-სამაშველო ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, კულტურის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებზე, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტებზე; 2. ხელშეკრულების სფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციასა და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურეობის გაწევას სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში; 3. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; 4. ახორციელებს ხანძრების ჩაქრობის ღონისძიებებს; 5. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; 6. სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ზედამხედველობის და სამსახურის ორგანიზაციის დახვეწის მიზნით აკონტროლებს და მეთოდურ დახმარებას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფებს; 7. აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის; 8. ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას; 9. მიწისძვრის, წყალდიდობისას და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს; 10. საჭიროების შემთხვევაში მონაწილებას ღებულობს სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; 11. ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე; 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს თვითმმართველობის ორგანოებს ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად; 13. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას; 14. სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან; 15. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1.   სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება; ბ) საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება. 7. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედეველობის განყოფილება: ა) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას; ბ) ორგანიზებას უწევს ხანძრების ჩაქრობის ღონისძიებებს; გ) ახორციელებს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; დ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას; ე) აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 8. საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება: ა) ახორციელებს ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ ღონისძიებებს; ბ) უზრუნველყოფს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო -აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნას; გ) იღებს ზომებს საგანგებო სიტუაციების ზონების დასაცავად; დ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.