,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016290
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №68

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

დ.გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანება;

დ.ზ) ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, თავდაცვის მინისტრის ხედვა (2013-2014წწ), საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი (2013-2016 წწ.) ცოდნა.

ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნაც);

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘;

           

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ნოემბრის №855 ბრძანება;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘;

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის მართვა);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ნოემბრის №855 ბრძანება;

გ.ზ) ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა 2013-2014);

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘;

 

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის მართვა);

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);

გ.ბ) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);

გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ნოემბრის №855 ბრძანება;

გ.ზ) ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა 2013-2014);

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘;

 

3.  მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა:  სამართალმცოდნეობა; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, თავები);

გ.დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

გ.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016290.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №68, 29.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016290 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2433154/