„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№589
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №589

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016244)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა,  აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება, გამოძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“;

 

ბ) „ო ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა“;

 

გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება“.

 

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“.

 

3. მე-9 მუხლის  პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

4. მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე;“;

 

ბ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

 „ჯ) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა.“.

 

6. მე-7 თავი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1.  ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.08.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №589. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016342.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №589, 06.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016342 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2434063/