1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი, ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე   (www.rustavi.ge).  ნორმატიული აქტის პროექტი, ასევე შესაძლებელია გამოქვეყნებულ იქნას ბეჭდვით ორგანოში.

2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ასევე ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

3. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს' ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.rustavi.ge).

4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.rustavi.ge) და საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის 56–ე მუხლით  დადგენილ შემთხვევებში ბეჭდვით ორგანოში,  საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილ