1. საკრებულოს თანამდებობის პირები  და  საკრებულოს რიგით წევრები ვალდებულნი არიან  მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.

2. ინფორმაცია საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების  შესახებ  ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, შეხვედრამდე 7 დღით ადრე მაინც.

3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს  საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

4. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებისას  დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლ