ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2014
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 355 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №38 2014 წლის 1 აგვისტო ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 განესაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარის ოდენობით; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარის ოდენობით; გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის - 250 ლარის ოდენობით, აქედან: გ.ა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში - 100 ლარის ოდენობით; გ.ბ) ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის - თითოეული გასვლისათვის 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში სამი შეხვედრისა; დ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისათვის - 50 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 5 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება: ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) შეხვედრის თემატიკა. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათს თან უნდა დაერთოს: ა) ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად - მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელისმომწერი ამომრჩევლების სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დასადასტურებლად - ამ პირ(ებ)ის ხელმოწერილი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება აქტზე ხელის მომწერი თანამდებობის პირ(ებ)ის სახელი და გვარი. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი