ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა)კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დახმარება და გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
ა) მოსარგებლე - სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა ერთჯერადად.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა)განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);
ბ.ე)ანგარიშ-ფაქტურა;
ბ.ვ)პირადი ანგარიში;
ბ.ზ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გ)ანგარიშსწორება
ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისას საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში
სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება.
ა)მოსარგებლე
ა.ა) მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-დან 70000 ქულის ჩათვლით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ა.ბ.) მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 70001-დან 200000 ქულის ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ა.გ) მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 200001-ქულაზე მეტს და მოქალაქე რომელიც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ბ.ა) განცხადება;(განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე)
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი.
ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ბ.ე) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა
სამედიცინო დაწესებულებიდან.
ბ. ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ბ.ზ) სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი;
გ) ანგარიშსწორება
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ახალდაბადებულ ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ერთჯერადად, ყოველ პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 100 ლარს.
2. ერთჯერადად, ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს.
ა) წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა.ა) განცხადება (განმცხადებელი - მშობელი );
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე);
ა.დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეოთხე და მეტ ახალშობილზე);
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიში.
ბ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების გადასახადის დაფინანსება
მოსარგებლე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა შვილები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლებში.
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ) პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ) ობოლი ბავშვები;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე) მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ) ავღანეთის ომში მონაწილეთა შვილები.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ომის მონაწილის მოწმობა;
ე) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) გარდაცვალების მოწმობა;
ზ) დევნილობის მოწმობა;
თ) მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ყველა ბავშვის დაბადების
მოწმობა.
მუხლი 4🔗.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით:
ა) მოსარგებლე:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ა.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავღანეთის ომში მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
ბ) წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ.დ) ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;
ბ.ე) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი;
ბ.ვ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი);
ბ.ზ) საბანკო ანგარიში.
გ) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ,,რაბათის“ განვითარების პროგრამის ფარგლებში დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიურად ბინის ქირის გადასახადი
1. რაბათი:
ა) სარქის აკოფიანი.
მუხლი 6🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ას წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს.
ა) ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით ინვალიდთა სოციალური დახმარება
1. მოსარგებლე:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მხედველობით ინვალიდები (I-II ჯგ. ბენეფიციარები, რომლებიც არიან მხედველობით ინვალიდთა პენსიის მიმღებნი) ერთჯერადად საახალწლოდ მიიღებენ 100 ლარს.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
მოსარგებლე:
ა) ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის
დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება
მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
დოკუმენტაცია:
ა ) განცხადება (დამოწმებული განმცხადებლის მიმღების ხელმოწერით);
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ხანძრის აქტი (ახალციხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.
ე) დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათები.
ვ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ზ) პირადი ანგარიში
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება
1. მოსარგებლე:
ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) დახმარება საახალწლოდ ერთჯერადად სურსათის სახით;
ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები)ერთჯერადი დახმარება ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად, ოჯახზე 100 (ასი) ლარი.
2. ანგარიშსწორება:
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ კვებაზე მყოფ ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება
მოსარგებლე:
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება საახალწლოდ ერთჯერადად სურსათის სახით.
მუხლი 11🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. მოსარგებლე:
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეურვის განცხადება;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მეურვის პირადი ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება.