გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2014
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2014 წლის 2 აგვისტო
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი
დანართი N1
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახური
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სასმელი წყლის და ჰიდრომელიორაციო სფეროს განვითარების ხელშეწყობას, ტრანსპორტის და საზოგადებრივის მომსახურების უზრუნველყოფის საკითხების რეგულირებას .
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება;
ბ) სივრცით მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება;
გ) ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
დ) ჰიდრომელიორაციისა სისტემების რეგულირების განყოფილება;
ე) სასმელი წყლის სისტემების რეგულირების განყოფილება;
ვ) ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
თ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ი) წინადადებების, დასკვნებისა, რეკომენდაციების შემუშავებას და სამუშაოთა ორგანიზებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
კ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ნ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ო) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ს) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
უ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის ბრძანებების შემუშავებას;
ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ქ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ღ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ყ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
შ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ჩ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ც) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ძ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
წ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ჭ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო და სასმელი წყლის (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას;
ხ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ჯ) სასმელი წყლის რესურსების მართვისა და ადგილობრივი მნიშვნელობის მელიორაციის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, სარწყავი სისტემის, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ჰ) მელიორაციისა და წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ჰ.ა) კოორდინაციას უწევს წყლის რაციონალურად გამოყენებას და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ღონისძიებების შემუშავებას და მართვას, მათ შორის სამელიორაციო, სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზედამხედველობას და კონტროლს;
ჰ.ბ)წინადადებების მომზადებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ჰ.გ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ჰ.დ) თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;
ჰ.ე) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შემოღებასთან და მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ჰ.ვ) წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრას, აგრეთვე ამ მომსახურებას მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
მუხლი 4🔗.
სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება
ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, ექსპლუატაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს;
ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
თ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) წინადადებების, რეკომენდაციების შემუშავებას, კოორდინაციას და ზედამხედველობას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
კ) წინადადებების, დასკვნებისა, რეკომენდაციების შემუშავებას და სამუშაოთა ორგანიზებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
მ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას;
ნ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ო) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების
განყოფილების ფუნქციები
სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
თ) მშენებლობის ნებარვების თაობაზე გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ლ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება
ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ვ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ი) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ჰიდრომელიორაციის სისტემების რეგულირების განყოფილება.
ჰიდრომელიორაციისა სისტემების რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდროსამელიორაცის სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების აღრიცხვა;
გ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემებზე აღდგენის სამუშაოებზე წინადადებების მომზადება;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის მელიორაციის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, სარწყავი სისტემის, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) ჰიდრომელიორაციის მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) კოორდინაციას უწევს ჰიდროსამელიორაციო სისტემების სანიტარიულ დაცვას, ზედამხედველობას და კონტროლს.
ზ) ჰიდრომელიორაციის დარგში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
თ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
სასმელი წყლის სისტემების რეგულირების განყოფილება
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის სასმელი წყლის (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას.
ბ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლების აღრიცხვა, ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ მიწის მინაკუთვნის გამოყოფა წყლის გამოყენებისა და დაცვის დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;
დ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოებზე წინადადებების მომზადება;
ე) სასმელი წყლის რესურსების მართვის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ვ) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ზ) კოორდინაციას უწევს წყლის რაციონალურად გამოყენებას და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ღონისძიებების შემუშავებას და მართვას, მათ შორის სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვისზედამხედველობას და კონტროლს.
თ) სასმელი წყლის სისტემების დარგში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ი) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
სამსახურის ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების განყოფილება.
ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების განყოფილება:
ა)წინადადებების მომზადებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ბ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, მისი შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
გ) თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;
დ) ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შემოღებასთან და მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ე) წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრას, აგრეთვე ამ მომსახურებას მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ვ) უფლაბამოსილების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
ზ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.