გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2014
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 2 აგვისტო
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი
დანართი N1
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური
1. გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს გორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონქვემდებარე სხვა აქტების, თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;
ბ) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება;
გ) შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფი შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16-17-ე მუხლებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახური შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/.
გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
დ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
ვ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ზ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
თ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი ზომების მიღება;
მ) მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ნ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ო) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
პ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271–ე მუხლის მე–5–ე პუნქტის, 145–ე, 1461–ე, 148-ე მუხლის 1-ლი, მე–2–ე და მე-4–ე პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების,, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591–ე, 1792–ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;
ჟ) წინადადებების მომზადება და განხილვა თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
რ) სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
უ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
ფ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და მოწოდებული მონაცემების საფუძველზე იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
ქ)წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ღ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
შ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ჩ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
ც) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის დასახლებებისა და ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;
ძ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
წ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ჭ) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას.
ხ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ჯ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ჰ.ა) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ჰ.ბ) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ჰ.გ) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე, დადგენილი წესით;
ჰ.დ) მოახდინოს რეაგირება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;
ჰ.ე) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
ჰ.ვ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
ჰ.ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
ჰ.თ) პასუხისმგებელია მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
მუხლი 4🔗.
სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციები
უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი /შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა/.
გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება.
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
ე) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ვ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
ზ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი ზომების მიღება;
ლ) მშენებლობ დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
მ) თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე;
ო) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271–ე მუხლის მე–5–ე პუნქტის, 145–ე, 1461–ე, 148-ე მუხლის 1-ლი, მე–2–ე და მე-4–ე პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების,, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591–ე, 1792–ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;
პ) წინადადებების მომზადება და განხილვა თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების ფუნქციები
მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში.
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში.
გ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილების ფუნქციები
შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ნებისმიერ ეტაპზე კონტროლს და ზედამხედველობას.
ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის მიღება- ჩაბარების უზრუნველსაყოფად დასკვნის მომზადებას.
დ) შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას.
ე) წინადადებების მომზადებას ექსპერტების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევასთან დაკავშირებით.
ვ) წინადადებების მომზადებას ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე შესაბამისი საფუძვლისა და მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად.
ზ) ამ საკითხებზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.