ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2014
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,281 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2014 მიღება
26.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2014 წლის 2 აგვისტო ქ. გორი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  (დანართი №1); მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე დანართი №1 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება   ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის,  კანონქვემდებარე აქტების, მერიის დებულებების შესაბამისად, განსაზღვრავს  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – ,,სამსახური“) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას. მუხლი 1🔗. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1.სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას და საბუღალტრო მომსახურებას; სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;  მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური იქმნება და  თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (განყოფილებებისგან). 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) შესყიდვების განყოფილება; ე) ბუღალტერია; ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების   მე-4 თავის მე-13 მუხლით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-4 თავით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები 1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს და მერის წარმომადგენლებს (ადმინისტრაციულ ერთეულებში) შორის. დ)მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის. მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, მონაწილეობას საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; დ) მერიის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას,  მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ე) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ვ) მერიის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ზ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; თ) მერიის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; ი) მერიის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; კ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ლ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება 1. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;  მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; გ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; თ) მერიის  მოსამსახურეთა მიერ კარიერის  გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ი) მერიის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; კ) მერიის მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ლ) მერიის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; მ) მერიის მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ნ) მოქმედი კანონმდებლობით,მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის  ბუღალტერიის განყოფილება 1. სამსახურის  ბუღალტერიის  განყოფილება  უზრუნველყოფს: ა)    მერიის  საბუღალტრო აღრიცხვას; ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მერიის  მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; დ) მერიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის შესყიდვების განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის სახელმწიფო  შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მერიის  სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მერიის სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები  1. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მერიის  სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების  საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები 1.დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 2. ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.