ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2014
ძალის დაკარგვა 10.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2014 მიღება
10.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 2 აგვისტო ქ. გორი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის დებულება (დანართი №1); მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე                                                                                                                                                   დანართი №1 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახანძრო დაცვის სამსახურის დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში ,,მერია“) სახანძრო დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს  ქალაქ გორის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს  ქალაქ გორის  ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის  კოდექსის“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენ­ლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“  ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.  მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები სამსახურის ამოცანებია: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება; ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა; გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.  მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია 1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველობის  განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე. 2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლების საზღვრებში; 4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრე­ბის, ავარიების, კატასტრო­ფების, სტიქიური უბედურებებისა  და სხვა საგანგებო  სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა; 5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრე­ბული)  სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარა­ღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება; 6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების  ორგანიზება; 7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ  შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება; 8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფა; 9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; 10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.  მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, გორის მერის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს; დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურე­ბრივი მოვალეობების შესრულებას, მერს  წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში; ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) შეიმუშავებს და  ქალაქ გორის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის  მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; თ) მერიასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით; ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყო­ბილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახუ­რის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.  აწარმოებს მათ პირად მიღებას; მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და მერიაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ; ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, მერის  დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.  მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა  და თანამდებობები 1. სამსახური მოიცავს სამაშველო განყოფილებას, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა; ბ) უფროსი სპეციალისტი – ხანძარსაწინააღმდეგო პირობების ზედამხედველობის დარგში; გ) უფროსი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში; დ) უფროსი სპეციალისტი – ათმეთაურები; ე) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მძღოლი;  ვ) სპეციალისტი  – მძღოლები ; ზ) სპეციალისტი –  მეხანძრე მაშველები. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფ­ლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის  სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრ­ძლი­­­ვობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრა­ვენ ადგილობ­რივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების  შეტანის წესი წინამდებარე  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 7🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.