„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №7 |
|
2014 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას და რომელიც ასეთად მიჩნეულია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ, აგრეთვე ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ კორესპონდენცია, თუ მას ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე კონფიდენციალურად მიიჩნევს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი.".
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:
„11. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტს ან აღმასრულებელ დირექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს საზედამხედველო ღონისძიების გატარების შესახებ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან კონკრეტული კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ ვიცე–პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევის თაობაზე, მაშინ აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციისათვის დადგენილი საქმისწარმოების მოთხოვნებს.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ. ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ჯარიმების შესახებ ელექტრონულად წარმოებული რეესტრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათები ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევის მოთხოვნის თაობაზე.
3. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენცია პირის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის გამოთხოვის თაობაზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 04.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 240080000.11.004.016028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №7, 04.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2436922/