⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.04.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.08.2014
ძალის დაკარგვა 18.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.026.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,935 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2014 მიღება
18.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსი ბატიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №59 2014 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსი ბატიაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს  დებულება განსაზღვრავს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის  დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს  მის  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. დეპარტამენტი იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის  დამოუკიდებლობა 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. 3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე და არ მონაწილეობს სამინისტროს სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტი განახორციელებს დამოუკიდებელ, ობიექტურ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომლის შედეგადაც გაანალიზებს და შეაფასებს სამინისტროში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას. დეპარტამენტი სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით შეაფასებს და გააუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მისი საქმიანობა მიმართულია სამინისტროს ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ. 2. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს მინისტრის ინფორმირება სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ; 3. დეპარტამენტის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება ან საბრძოლო შესაძლებლობების განლაგების ეფექტურობის შეფასება. მუხლი 4🔗. აუდიტორული შემოწმების საფუძვლები 1. დეპარტამენტის მიერ აუდიტორული შემოწმების საფუძველია: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა; გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. 2. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ფუნქციები 1. დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება. 2. სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ვ) გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების რეალიზაციის მონიტორინგი; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით, შეუზღუდავად მოითხოვოს სამინისტროს სისტემიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების და მონიტორინგის მიზნით, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან მის კომპეტენციას განკუთვნილი შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით; დ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების და მონიტორინგის ჩატარების მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები დაშვებულ იქნან დაუბრკოლებლად სამინისტროს სისტემის ობიექტებზე სამსახურებრივი მოწმობის საფუძველზე. 3. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის თანამშრომლებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს, უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის, მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. 4. დეპარტამენტი უფლებამოსილია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/თანამშრომლები, აგრეთვე სპეციალისტები/ექსპერტები. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის ვალდებულებები დეპარტამენტი ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული  შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დარღვევის/გადაცდომების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული ინფორმაცია წარუდგინოს მინისტრს შემდგომი რეაგირებისათვის; დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის საქმიანობას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ე) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს მინისტრს შემდგომი რეაგირების მიზნით. თ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ი) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; კ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას. ლ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; პ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის არ ყოფნის  შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის  მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს უფროსს დეპარტამენტის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას; გ) მონაწილეობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავებაში; დ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტის შესახებ; ე) ადგენს ჩასატარებელი აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს და აუდიტის სახეს, და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს დასამტკიცებლად; ვ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ზ) ეცნობა დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს ან/და ანგარიშს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; თ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ი) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) აკონტროლებს შიდა აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს დეპარტამენტის უფროსს; ლ) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვასა და ვიზირებას უკეთებს შედგენილ ანგარიშს; მ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და შემუშავებულ რეკომენდაციებს; ნ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ხარისხის და მისი გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებას; ო) დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; პ) დეპარტამენტის მოადგილის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი; ჟ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; რ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის დავალებებს. 8. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 9. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 10.  საჯარო მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ასრულებს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და უფროსის შიდა აუდიტორული დავალებით განსაზღვრულ საქმიანობას. ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტებით და მეთოდოლოგიით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით და სახელმძღვანელო პრინციპებით და იცავს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ  აუდოტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას; დ) შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნით გეგმავს და ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებას; ე) იღებს აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასების პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას და დოკუმენტს, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა); ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ითხოვს და ეცნობა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;  ზ) უფლებამოსილია დაშვებულ იქნეს დაწესებულების სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან შიდა აუდიტისა და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში შეუზღუდავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა; თ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ატარებს გასაუბრებებს სამინისტროს სისტემის ნებისმიერ მოსამსახურესთან და იღებს მისგან შესაბამის განმარტებას; ი) ამზადებს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშს; კ) შემუშავებული გეგმის მიხედვით მონიტორინგს უტარებს დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას; ლ) პასუხისმგებელია ჩატარებული შემოწმების შედეგებზე და მათ სრულყოფაზე; მ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამხელისგან იცავს იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით. 11. საჯარო მოსამსახურის დამატებით უფლება-მოვალეობებს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 9🔗. ანგარიშგება დეპარტამენტი ამზადებს შიდა აუდიტორულ ანგარიშსა და შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს: ა)  შიდა აუდიტორული ანგარიში: ა.ა) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან დეპარტამენტის უფროსის მიერ დადგენილ ვადაში, წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; ა.ბ) შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის დეპარტამენტის უფროსს; ა.გ) შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტორთა ჯგუფის ყველა წევრი. მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები; ა.დ) დეპარტამენტის უფროსი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, გაცემულ რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას წარუდგენს მინისტრს. ა.ე) შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ბ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში: ბ.ა) დეპარტამენტის უფროსმა პერიოდულად უნდა აცნობოს მინისტრს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ.ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც  წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. მუხლი 10🔗. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა 1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. დეპარტამენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. მუხლი 11🔗. აცილების საფუძვლები 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში, თუ აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის „ოჯახის წევრი“ ან „ახლო ნათესავი“ ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას,  საჯარო მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. 3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს  მინისტრი. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ოჯახის წევრი” ან ,,ახლო ნათესავი” განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახაბ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის შესაბამისად.