დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური გნვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-42 დადგენილება (სსმ, 30, 27/09/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016008);
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრატრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ეკომომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
3. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება;
ბ) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენა და წარმოება; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება; დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
გ) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტის მომზადება: დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოების წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა; დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების მომზადება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის განსახილველად წარდგენა; გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე;
ზ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება; ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება;
თ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეკონომიკურ-სტრუქტურული მოდელების შექმნის მეთოდოლოგიური განზოგადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა; საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეკონომიკურ-სტრუქტურული მოდელების შექმნის მეთოდოლოგიური განზოგადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტის შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) რეგიონთაშორისი სავაჭრო კავშირების კოორდინაცია; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ბაზრობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ლ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარის ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთების და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, დასახლებებში სახლების ნუმერაცია; ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება; ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება; მოსახლეობის საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება;
მ) სარიტუალო მომსახურების ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
ნ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების პროექტის მომზადება; წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ; თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადება; ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტის მომზადება;
ო) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვა, კონტროლი მიწის გამოყენებასა და მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;
პ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურობებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ნებართვები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე;
გ) შეითანხმოს ბუნებრივ გარმოზე ზემოქმედების მქონე სამეურნეო ობიექტების განლაგების და სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტები;
დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3.სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.