„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2017
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016188 14/07/2014) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.“
მითითებული დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47🔗. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა,თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე