ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის კოდექსი" „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1.ქალაქ ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახური (შემდგომში ,,სამსახური’’) არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოშობილი ხანძრების, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციას და სხვა სამაშველო ღონისძიებების ჩატარებას სამოქმედო ტერიტორიაზე. აგრეთვე, ახორციელებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანინის მოთხოვნათას შესაბამისად
2.საგანგებო სიტუაციების სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას.
3.სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. სამსახურის ადგილსამყოფელია: 2100, ზუგდიდი, კედიას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,
რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
2.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3.უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
4.სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1.საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმარება და რეალიზაცია.
2.საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა.
3.ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე.
4.ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
5.ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვის ორგანიზაცია.
6.სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის გავრცელების სფეროში საქართველოს კანონის ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
7.სამაშველო ღონისძიებების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე და წყალსაცავებზე.
8.წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამაყვინთო) სამუშაოების ჩატარება.
9.სამსახურის დანაყოფების მუშაობის ანალიზი, წინადადებებსა და ღონისძიებების მომზადება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის.
10.ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიული მართვის განხორციელება.
11.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისთვის საჭირო რიცხვიანობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.
12.აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო ტექნიკისა და სამაშველო ტექნიკური-შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას.
13.სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია- დაწესებულებებთან.
14.საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თავი II
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5🔗.
. სამსახურის უფროსი
1.ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2.წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მერს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
4.განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
5.წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მერს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
6.ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს.
7. ქალაქ ზუგდიდის მერის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.
8.ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
9.თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას.
10.ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას.
11.შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოსამსახურეების უფლება
1.სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)გააჩნდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლონ სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით.
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ) დადგენილი წესით ისარგებლონ სასწავლო შვებულებით.
დ) უარი თქვან ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მათ სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ე)მიიღონ თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.
ვ)აინაზღაურონ სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
ზ)ისარგებლონ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით.
თ). ისარგებლონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოხელეს მოვალეობები
1.სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა)საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
ბ)შეასრულოს შესაბამის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები.
გ)უარი თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე.
დ)დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები.
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები.
ვ)შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.
ზ).დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ.
თ)გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება.
ი).იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
კ)შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1.სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
2.დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.