⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,025 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2014 მიღება
30.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2014 წლის 1 აგვისტო ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის კოდექსი" „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის   საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალი­­ტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. სამართლებრივი საფუძვლები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსა­ხურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტი­ტუცია, საქართველოს ორგანუ­ლი კანონი „ადგილობრივი თვითმმარ­თველობის შესახებ“, საქართველოს კანონების „სამოქალაქო უსაფრთხო­ე­ბის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“  და სხვა საკანო­ნმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 2🔗. . საგანგებო სიტუაციების სამსახური  საგანგებო სიტუაციების სამსახური (შემდგომში _ სამსახური) წარ­მო­­ა­­დ­გენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსა­წინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1.სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანო­ნ­მდე­ბ­ლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ წესით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2.სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრუ­ლე­ბი­სას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3.უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. 4.სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამ­სახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმელით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5.მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვა­ლეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6.საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგი­ლობრი­ვი ბიუჯეტის სახსრებიდან. 7.სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად. 8.სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1.საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეცია­ლი­ს­ტე­ბით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლო ბის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეცი­ალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენ­ციის ფარგლებში ახორციელებს საგანგებო სიტუაციების ძალების სწავ­ლებას, მომზადებას და გადამზადებას. თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა მიღების წესი 1.საგანგებო სიტუაციების სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახე­ლ­მწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. 2.საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინი­შნება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამსახურის პირადი შემადგენლობის მიღება და დანიშვნა ხორცი­­ელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ.  3.საგანგებო სიტუაციების სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხ­სნი­­ლი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ)სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამრთმეული აქვს შესაბამისი თანამ­დე­ბო­ბის დაკავების უფლება; ე)სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმა­ყო­ფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზე­დამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ)ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრო­ნიკული სნეულებით დაავადებული. მუხლი 6🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა)ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ)თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკან­ტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემა­დ­გენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოც­დი­ლების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ)დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთე­ლო­ბის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე; დ)სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. 2.თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვა­ლისწი­ნებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება. თავი III სამსახურებრივი დისციპლინა მუხლი 7🔗. სამსახურებრივი დისციპლინა  სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფ­ლე­ბამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდ­გომი უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში 1. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მოსამ­სახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალი­ფი­კაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; გ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას. მუხლი 9🔗. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი 1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოსამსახურის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. 2. წახალისებისა და დიციპლინური პასუხიმგებლობა ცხადდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 3.წახალისებისა და დიციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე მოსამსახურეებს ეცნობება პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. დისციპლინური პასუხიმგებლობის დადებამდე მოსამსახურეს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 4.დიციპლინური პასუხიმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 5. თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. თავი IV სამსახურის გავლის პირობები მუხლი 10🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოსამსახურეებისათვის დად­გე­ნილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხე­ლისათვის ზეგანაკვეთური სამუშაო.  2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხან­გრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით. მუხლი 11🔗.  მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. თავი V სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნ ველყოფა მუხლი 12🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართვე­ლოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 13🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი საგანგები სიტუაციების სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები მუხლი 14🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ანაზღაურებას, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი რანგისათვის გათვალისწინებულ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზ­ღა­ურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამ­სახუ­რეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორც­იე­ლდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15🔗.  შეღავათები და გარანტიები .1. მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკო­მპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმე­დი კანონმდებლობის შესაბამისად.  2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანო ბაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 16🔗. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენლებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.