📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2014 მიღება
19.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №56 2014 წლის 4 აგვისტო ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-40 დადგენილება (სსმ, 30, 27/09/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016006); მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი 1 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. . დმანისი მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 4. მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 1. სამსახური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სოციალური დაცვის სფეროში 1. სამსახური სოციალური დაცვის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ზოგადი დებულებები 1. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და  არსებული კანონმდებლობით.