ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო
ზედამხედველობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში ,,სამსახური') არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალური ბიუჯეტის ადგილობრივ დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი" ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და ბლანკი სამსახურის ლოგოთი და სახელწოდების აღნიშვნით ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური".
4. სამსახურის ადგილსამყოფელი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45.
თავი II
სამსახურის ძირითადი საქმიანობა ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობა:
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა ქალაქის სივრცითი-ტერიტორიული მოწყობის, ურბანული განვითარების და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მართვა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია
1. არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება;
2. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესები"-ს შესაბამისად განახორციელოს ქალაქ ზუგდიდის დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირება.
3. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე.
4. დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინცეპების დაცვა.
5. სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვა.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:
1. გაცემული გეგმარებითი დავალებების შესაბამისად განიხილოს და მოამზადოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწის ზედა და მიწის ქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები.
2. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მოამზადოს მშენებლობის ნებართვების ბრძანების პროექტი მისი კონპეტენციის ფარგლებში და წარუდგინოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს.
3. საქართველოს შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე განახორციელოს მშენებარე შენობა-ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლი.
4.განახორციელოს სათანადო კონტროლი ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე.
5. უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
6. მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს.
7.დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია.
ბ) სამსახურის მიწერილობის, დადგენილ ვადაში, შეუსრულებლობა.
8.მოამზადოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე.
9. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს მშენებლობა დამთავრებული ობიეტქების ექსპლუატაციაში მისაღებად საკრებულოსათვის ბრძანების პროექტის მომზადება.
10. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადება.
11. კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ქალაქის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავებაზე ექსპერტის ან კონსულტანტის სახით.
12. სამსახური, მომქმედი კანონმდებლობისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ბ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
გ) ახორციელებს მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
ვ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის;
თ) უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ი) უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
კ) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;
ლ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
მ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადებას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში წარდგენას;
ნ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
ო) უზრუნველყოფს ქალაქის მერისა და მერის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებ
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ჟ) ახორციელებს კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შეთანხმებას.
რ) მონაწილეობს ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, კაპიტალური შეკეთების და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დოკუმენტთა დამუშავებაში;
ს) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ტ) უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
უ) მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით;
ფ) სამსახური ვალდებულია გაწეული სამუშაოების შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ანგარიში ან სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს და ქალაქის საკრებულოს კომისიებს;
ქ) სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავათ მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი III
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მოხელეებისაგან სამსახურს ხელმძღვანელოს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ' კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მუნუციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის უფროსი ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, პასუხისმგებელია სამსახურის მთელს საქმიანობაზე და სამსახურის ყველა თანამშრომლის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.
3. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა. არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება
ბ. სამშენებლო კონტროლის განყოფილება
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილება თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
6. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქის მუნუციპალიტეტის მერი.
7. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
8. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 6🔗.
ურბნული განვითარების განყოფილება
1.დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებიდან გამომდინარე განყოფილების მიზნებია ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.
ა) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება.
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა.
გ) მიწათმოსარგბლისათვის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის განაშენიანების, ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტების განსაზღვრა.
დ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების სამშენებლო ნორმატივების შესაბამისობასთან დადგენა;
ე) არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლება;
ვ) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარება;
ზ) ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სივრცით ტერიტორიული დაგეგმის განხორციელება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობა.
თ) შემოსული საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადება.
ი) ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა.
კ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას.
ლ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას.
მ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის.
მუხლი 7🔗.
სამშენებლო კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს
1. ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის შემოწმების აქტებით გამოვლენას, პროექტის სამშენებლო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე საკითხის მომზადებას.
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას. შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
3. სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერებას დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დადგენილი წესით საკითხის მომზადებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
5. ზედამხედველობას და კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
7. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას.
8. ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას.
9. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
10. თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) დადგენილი წესით დოკუმენტების სრულყოფისა და კანონიერების თაობაზე წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ამზადებს დასკვნებს სივრცითი მოწყობის პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე;
გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ვ) შეიმუშავებს და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
თ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას;
კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ნ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში.
ო) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე;
პ) სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძველები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) მონაწილეობს ქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ)ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას.
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.