ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 22.05.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,937 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2014 მიღება
22.05.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 1 აგვისტო ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის კოდექსით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”   საფუძველზე შექმნილი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ხელს უწყობს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, ადგილობრივი ქონების შექმნას და განკარგვას, ეკონომიკური სტრატეგიისა საინვესტიციოპოლიტიკის გატარტებას, კაპიტალურიმშენებლობის პროექტირებას.  მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები. 1.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილება ბ) მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება. გ) ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება. დ) კაპიტალური მშენებლობის პროექტირების, ხარჯთაღრიცხვისა და ინსპექტირების განყოფილება. ე) მიწისა და ქონების მართვის განყოფილება. ვ) ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება მოვალეობები  და  სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოავალეობებს  ახორციელებს განყოფილების ერთერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 3🔗. .სამსახურის ძირითადი ფუნქციები:  1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას: ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას. დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით.ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადება. ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს. ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითიმოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას. ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას. თ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას. ი) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას. კ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას. ლ) მერიის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობისკოორდინაციას. მ) მერიის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას. ნ) მერიის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას. ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მერიის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე. პ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე. ჟ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; რ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ს) მერიის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას. ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.         მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი 1. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) წარუდგენს მერს  წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; თ) ითანხმებს განყოფილებების მიერ მომზადებული საკითხების მოქმედ  კანონმდებლობასთან  შესაბამისობას,                                                      ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ) ესწრება თათბირებს ასევე საკრებულოს სხდომებს. ლ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; ნ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;  პ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება მოვალეობებს. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მერის მოადგილეების წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურეობრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შიდაგანაწესები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, ასევე ზემდგომი თანამდებობრივი პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 6🔗. სამსახურის ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილება ა) ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას ბ) ქალაქის ეკონომიკური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას, ეკონომიკური, ბიზნესისა და მეგობრული კავშირების მხარდაჭერას გ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას დ) ქალაქის სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმების შექმნის და რეალიზაციის მხარდაჭერას, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური  ინვესტიციების მოზიდვისათვის ე) ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ხელშემწყობი პროექტების შემუშავებას, ინვესტორებისათვის ქალაქ ზუგდიდის ბიზნეს პორტალის შექმნასა და ადვოკატირებას ვ) საერთაშორისო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზას და მომზადებას ზ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნას და კონტაქტების დამყარებას თ) ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნას და განხორციელებას ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის მუნიციპალური პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს. ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე. გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას. დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას. ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა  ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს. ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას გ) მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში დ) კანონით დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმვასა და აღრიცხვას წლის, კვარტლის,  თვეების და აგრეთვე  ცალკეული გადამხდელების მიხედვით ე)განყოფილება მოიცავს შემდეგ ადგილობრივ მოსაკრებლებს • მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის • სათამაშო ბიზნეს-მოსაკრებელი • არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გადასახადს • არასაგადასახადო შემოსავლების ნაშთების მოსაკრებელს • არასაცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადს • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების(გაყიდვის) შედეგად მიღებულ შემოსავლებს • არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები სახსრების ამოღებას ვ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღებას საკრებულოს მიერ  დადგენილი წესის შესაბამისად ზ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას, გადასახადის ვადების და მოცულობის შესახებ თ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების ორგანიზებას ი) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას მუხლი 9🔗. სამსახურის კაპიტალური მშენებლობის პროექტირების, ხარჯთაღრიცხვისა და ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები  1. სამსახურის კაპიტალური მშენებლობის პროექტირების, ხარჯთაღრიცხვისა და ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ქალაქ ზუგდიდში განხორციელებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამების შედგენას, შესრულებას, მონიტორინგს ბ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენაზე კონტროლს გ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას დ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის მომენტში არსებული ფასების შესაბამისობის კონტროლს ე) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მოწესრიგებას ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარებას ზ) შემსრულებული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა- ვიზირებას თ) სახელშეკრულებო, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადების წარდგენას შესყიდვების სამსახურებისათვის, მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადებას ი) სატენდერო კომისიებში მონაწილეობის მიღებას კ) მშენებლობა რეაბილიტაციის სახელშეკრულებო პირობების დაცვაზე სისტემატიურ კონტროლს ლ) შემსრულებელი პირების მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებების დროულ შემოტანას მ) მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტების მომზადებას და ბიუჯეტის ფორმირებასა და შესაბამისი ცვლილებებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადებას ნ) ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახლის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთებას, ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას ო) შემოსული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე პრობლემების მონაცემთა ბაზის ფორმირებას პ) რეაბილიტაციას დაქვემდებარებული და ახლად აშენებული ყველა ობიექტის ინსპექტირებას ჟ) კაპიტალური მშენებლობის სამსახურის საკითხებზე შემოსული კორესპოდენციის განხილვა და პასუხების მომზადებას რ) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენას ზემდგომ ორგანოებში დადგენილი წესის შესაბამისად ს) მოქმედი კანონმდებლობით და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას მუხლი 10🔗. მიწისა და ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები 1.მიწისა და ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების(მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით გ) საკრებულოს თანხმობით მერიის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით და უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გადაცემას დ) მერიის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. ე) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების ობიექტების ნუსხის პროექტის შედგენას ვ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქალაქ ზუგდიდის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიაში მუშაობას, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირებას ზ) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას კომპეტენციის ფარგლებში. თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა –რეგისტრაციას. ქონების დაცვასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში კ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადმოცემას. გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში ლ) წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაცია. მ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე. ნ) ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას. ო) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიების დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბიმის სამუშაოთა დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინაციას. პ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე. ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას მუხლი 11🔗. სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების ფუნქციები 1.სამსახურის ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას; ბ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე გ)  წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის      ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დ) წინადადებების მომზადებას ქალაქის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 12🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა. 1. სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.