საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1) ხელმძღვანელობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს, ამტკიცებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებას;“.
2. 279-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენ 3 წევრს, ერთს – უმრავლესობის წევრთაგან, ერთს – უმცირესობის წევრთაგან, ერთს – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან, წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. უმრავლესობის ან/და უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნულ 3 წევრს ფრაქციების წევრთაგან და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან, წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 31 ივლისი 2014 წ. N2614-რს |