კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2014
ძალის დაკარგვა 04.12.2017
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N4 დადგენილება (სსმ. ვებგვერდი, 280111, 28/01/2011; 010250020.35.149.016033).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური
1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს: სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად“, ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით, მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ, კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ასევე აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და გამგებლის დავალებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება;
ბ) შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მითითებული კანონის შესაბამისად;
დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად.
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ზ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრეული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ზ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს;
თ) სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების ფუნქციები
მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
გ) მოსაკრებლის ერთიანი ბაზის შექმნას და მასში პერიოდულად ცვლილებების შეტანას;
დ) მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;
ე) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციები
შესყიდვების ხარისხისა და უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
გ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მითითებული კანონის შესაბამისად;
ე) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;
ვ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;
ზ) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.