ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,284 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 აპარატის უფროსი
2 მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
3 მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ  საკითხებში
4 მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების  საკითხებში
5 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
№რიგზე თანამდებობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2014 წლის 4 აგვისტო დ.ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტისა  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ" 25-ე მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა  №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მაისის  №21  დადგენილება ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი,  13/05/2011). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე                                                                                                                                                                          დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეთა  უფლება–მოვალეობებს. თავი I თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის   მუდმივმოქმედ და მუდმივ ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗 აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗 აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში. დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა. ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების  სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პიორებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. ზ) აკონტროლებს საკრებულოს ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს  კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული  ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე; თავი II აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗 აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 5🔗 აპარატის სტრუქტურა აპარატის სრტრუქტურაა: ა)   მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;  ბ)  მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;   გ) მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;    დ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე. თავი III აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები მუხლი 6🔗 მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; 1. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში :  ა)  ახორციელებს საკრებულოს ადმინისტრაციული აქტების, საკრებულოს    თავმჯდომარისა და   საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის    დასკვნებს; ბ)  აკონტროლებს საკრებულოს ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს   კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული   ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე; გ)  უზრუნველყოფს საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში საქართველოს   ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ბ.ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; დ) უზრუნველყოფს  საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში    სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე)  უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით   განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  2. მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ საკითხებში: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების  სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; გ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან. ვ) უზრუნველყოფს  საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას,კონტროლს საკადრო საკითხებთან       დაკავშირებით და  პირადი საქმეების წარმოებას.  ზ)ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის        თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს,   მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და  სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. 3. მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში უზრუნველყოფს ა)  აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; ბ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმის წარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს; გ)  საარქივო დოკუმენტაციის წარმოებას, დაცვას და მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად. დ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას. 4.საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: ა) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ბ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრებს მოსახლეობასთან; გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დაგეგმილი თათბირების მოწვევას მიცემულ დავალებათა აღრიცხვას და შესრულების კონტროლს ; დ) ახორციელებს  საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 7🔗 აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ ინსტრუქციებს დასამტკიცებლად; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თ) ორგანიზებას უწევს აპარატის მოსამსახურეთა სწავლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოსამსახურე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი V აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 8🔗 აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდა ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗 აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 10🔗 აპარატის საჯარო მოსამსახურის უფლებები აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. მუხლი 11🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 12🔗 დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო. 2. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ. 3. აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა აპარატის სტრუქტურა №რიგზე თანამდებობა საშტატო რიცხოვნება შენიშვნა 1 აპარატის უფროსი 1 2 მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში 1 3 მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ  საკითხებში 1 4 მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების  საკითხებში 1 5 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 1 სულ 5