სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/3-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/3-ლ

2014 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი                                           

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №B14077222/4 (31/07/2014 10:39:25) და სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“–ის 2014 წლის 31 ივლისის №GE346 out წერილის საფუძველზე:

ვბრძანებ:

1. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204919008) „სიცოცხლის დაზღვევის“ №001/1 02.10.2006 და „დაზღვევა (არა სიცოცხლის)“ №003/2 02.10. 2006 ლიცენზიებში შევიდეს ცვლილებები საფირმო სახელწოდების შეცვლასთან (სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“) დაკავშირებით.

2. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის სალიცენზიო მოწმობები, შესაბამისი ცვლლებით, გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ-ზე ინფორმაცია ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ზე ლიცენზიებში გატარებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლაშა ნიკოლაძე

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2014.
როდის იქნა მიღებული „სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 31.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №05/3-ლ.
სად არის „სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №05/3-ლ, 31.07.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2440666/