მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

მიღების თარიღი 17.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1259
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
matsne.gov.ge 435 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.msolistparagraph0, li.msolistparagraph0, div.msolistparagraph0 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1259 2014 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე        1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7​4 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები (შემდგომში − მუნიციპალიტეტები) სამი თვის ვადით გათავისუფლდნენ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან, ამავე დანართით დადგენილი კოორდინატების ფარგლებში. 2. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება. 3. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენონ მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. 4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხის გადახდა: ა) მესტიის მუნიციპალიტეტმა – 499 ლარი (2850 მ​3 ქვიშა-ხრეში); ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტმა – 1584 ლარი (8800 მ​3  კირქვის ღორღი, ტუფის ღორღი, ტუფობრექჩია, გრანიტოიდები). 5. მუნიციპალიტეტებმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინონ ინფორმაცია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის შესახებ. 6. მუნიციპალიტეტების მიერ, ამ განკარგულების შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.  პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი