საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო ცენტრი მედიმედისათვის“ იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1244
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
matsne.gov.ge 844 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო ცენტრი მედიმედისათვის“ იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1244 2014 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო ცენტრი მედიმედისათვის“ იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „სამედიცინო ცენტრ მედიმედს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404472931) იჯარით გადასცეს ქალაქ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა №9-ში მდებარე 539.29 კვ.მ  ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.05.002.002.01.500), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირის – 40 500 ლარის გადახდის სანაცვლოდ. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების იჯარით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:   ა) საიჯარო ქირის გადახდა ამ განკარგულების დანართში მითითებული გრაფიკის მიხედვით; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით სარგებლობაში გადაცემული ქონების ბაზაზე მრავალპროფილიანი სამედიცინო მომსახურების ობიექტის შექმნა (მათ შორის: ინფრასტრუქტურის მოწყობა და სარემონტო სამუშაოების შესრულება) და ფუნქციონირების დაწყება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში;   გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში;    დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურების ობიექტში, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების იჯარის ვადით. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა №9-ში  მდებარე 539.29 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.05.002.002.01.500) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 607 000 (ექვსას შვიდი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სამედიცინო ცენტრ მედიმედს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404472931). 4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის ხელშეკრულება გაფორმდეს იჯარის ვადის გასვლიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში; ბ)  სამედიცინო საქმიანობის განხორციელება გადაცემული ქონების ბაზაზე შექმნილ მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურეობის ობიექტში, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში; გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული იჯარის ვადის გასვლიდან, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ადამიანების დასაქმება არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით. 6. ამ განკარგულების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ჯეროვნად იქნება ამავე ვადაში შესრულებული ამ განკარგულების მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები. 7. შპს „სამედიცინო ცენტრი მედიმედი“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა და მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების  უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  3 (სამი) თვით. 8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი დანართი პირველი გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეორე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მესამე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეოთხე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-7 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეხუთე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-8 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეექვსე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-9 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეშვიდე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-10 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მერვე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-11 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი; მეცხრე გადახდა: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-12 თვის ბოლოს გადასახდელი თანხა – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი.