„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. საგარეჯო
'საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #19 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი სახის ცლილება:
რეგლამენტის მე–7 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)“.
რეგლამენტის მე–13 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე, სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე“.
რეგლამენტის მე–13 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„5. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე“.
რეგლამენტის მე–13 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით“.
რეგლამენტის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში“.
რეგლამენტის 27–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან“
რეგლამენტის 47–ე მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას“.
რეგლამენტის 75–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით:
„3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის იურიდიულ საკითხთა კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეცისმარი თედიაშვილი