ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 30.09.2014
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის №7 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ტყიბულის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ და ადამიანური რესურსების მართვას, აუდიტორული საკითხებისა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;
ბ) აუდიტისა და კონტროლის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მხოლოდ გამგებლის წინაშე. იგი წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ზედამხედველობს სამსახურის ფუნქციების შესრულებას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება;
ბ) მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტები, საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციული აქტების პროექტები;
გ) უზრუნველყოს სამსახურეობრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება;
დ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ვ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ზ) მოახდინოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
ი) მოახდინოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო - ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარებa. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;
მუხლი 4🔗.
წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება
1. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება აერთიანებს გამგებლის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ წარმომადგენლებს.
2. გამგებლის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.
3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 5🔗.
აუდიტისა და კონტროლის განყოფილება
აუდიტისა და კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას;
ბ) ფინანსების მართვის გაუმჯობესება;
გ) სახსრების, მატერიალური ფასეულობების ხარჯვა და გამოყენების კანონიერება, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
დ) მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ე) მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.