ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 08.01.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისშრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1)
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადადაგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვოლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური. (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.
ბ)უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
3.გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.