ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 3 | კომისიის თავმჯდომარე |
| 4 | ფრაქციის თავმჯდომარე |
| 5 | საკრებულოს წევრი |
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობის დასახელება |
| საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის | ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41–ე მუხლის მე-3 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №46 დადგენილება.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან
დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა
№
თანამდებობის დასახელება
ანაზღაურების ოდენობა (ლარი)
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი)
საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს თავმჯდომარე
200
300
–––
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
200
150
150
3
კომისიის თავმჯდომარე
200
150
150
4
ფრაქციის თავმჯდომარე
200
150
150
5
საკრებულოს წევრი
200
150
150