ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 14.01.2015
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი’’-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შებამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №15 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის და
არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ზედამხედველობისა და არქიტექტურის მუნიციპალური სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმინობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული კანონმდებლობით და სამსახურზე დელეგირებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
2.
სამსახური თავის საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, საქართველოს სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად;
3.
სამსახური ანგარიშვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
4.
სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებული წესის შესაბამისად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო;
5.
სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი მოქმედებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
6.
სამსახურს შეიძლება ქონდეს, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი;
7.
სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
8.
სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
9.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ვანი თავისუფლების ქ.№65.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის და დარგის სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1.
სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;
2.
მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში;
3.
ზედამხედველობა სამშენებლო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწის ქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვ.);
4.
თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება;
5.
სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოს მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინანდადების მომზადება;
6.
დამრღვევის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე წინადადების მომზადება;
7.
ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელება;
8.
სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევის არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
9.
სამშენებლო საქმიანობაში მონაწილეთა მიერ უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლოატაციო საიმედოობის დაცვის ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში;
10.
მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
11.
სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების საფიძვლების არსებობის შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;
12.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას შემოწმების აქტის შედგენა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-19 პუნქტის დაცვით;
13.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმება და შემოწმების აქტის შედგენა;
14.
მშენებარე ობიექტზე მშენებლობის შეჩერების გარეშე არსებული დარღვევის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
15.
მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მითითების მომზადება;
16.
მითითების გაცემის, აქტის შედგენის, მითითების დროულად შესრულების ან/და არშესრულების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან/და დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის დინების საკითხების გადაწყვეტის განხორციელება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
17.
საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმის შედგენა;
18.
მშენებლობის კონსერვაციის პროცესში მონაწილეობა და შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას შედგენილ კონსერვაციის აქტზე ხელისმოწერა.
19.
გარე რეკლამის განთავსების საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლით;
20.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების ჯიხურებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა);
21.
ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენელად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებურად გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
22.
აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;
23.
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
24.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ' საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული ”დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ინსტრუქციის” შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება;
25.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება კომპეტენციის ფარგლებში;
26.
ქუჩების სანიტარული დასუფთავებისათვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნელყოფის უზრუნველყოფისა და უმეთვალყუროდ გაშვებული (დარჩენილი) ცხოველების იზოლაციისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი;
27.
კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების ჩატარება: ატმოსფეროს დაბინძურების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთიერებების დაწვისას, სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების რეჟიმის დარღვევისას და ქალაქის წარმოება-დაწესებულებებისათვის მიმაგრებული ტერიტორიის მოუვლელობისას შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
28.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში გაგზავნა;
29.
ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელება, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვა, რეაგირება და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;
30.
მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
31.
მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა;
32.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისად თანამდებობის პირების დავალებების შესრულება;
33.
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლების საფუძველზე:
ა) მუხლი 51🔗3. „სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა“;
ბ) მუხლი 55🔗. „სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა“;
გ) მუხლი 55🔗2. „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“;
დ) მუხლი 119🔗1. „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“;
ე) მუხლი 125🔗. „სატრანსპორტო საშუალების მძროლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. მე-8 ნაწილი. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა;
ვ) მუხლი 148🔗. „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“;
ზ) მუხლი 150🔗. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“;
თ) მუხლი 150🔗1. „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“;
ი) მუხლი 151🔗. „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება“;
კ) მუხლი 152🔗. „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას“;
ლ) მუხლი 152🔗2. „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“;
მ) მუხლი 153🔗4. „გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართის გარეშე“;
ნ) მუხლი 159🔗. „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“;
ო) მუხლი 159🔗1.„არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“.
34.
მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება;
35.
სამსახურის არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის დადგენილი წესით, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
36.
მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება;
37.
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;
38.
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
39.
არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
40.
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1.
სამსახური უფლებამოსილია:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტეროტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ)
მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხთა დაკავშირებით დადგენილი წესით;
გ)
მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
დ)
მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე)
საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარდგენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ)
მონაწილეობა მიიღოს ვანის მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ)
განახორციელოს საკრებულოს მიერ დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება;
თ)
ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ი)
დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2.
სამსახური ვალდებულია:
ა)
უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო სამუშაოებზე დადგენილი წესით;
ბ)
„ტექნიკური საფრთხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს ზომები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე;
გ)
განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესარულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე;
დ)
მოახდინოს საკრებულოს მიერ დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დროული მობილიზება ბიუჯეტში;
ე)
პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე;
ვ)
კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ზ)
ანგარიში წარუდგინოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ;
თ)
გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციები;
ი)
დაიცვას შინაგანაწესი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი;
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ)
ამზადებს და აწვდის წინადადებებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის თაობაზე;
ე)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
ვ)
ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ)
ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
თ)
შეიმუშავებს და წარუდგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
ი)
წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
კ)
წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ლ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა შესახებ;
მ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო მოსამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
2.
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა)
დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ)
ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზრვრული მოთხოვნები;
ბ)
შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ)
შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4.
სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რეესტრის“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო . „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი”-თ დადგენილი წესით.
2.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.