⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,279 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2014 წლის 5 აგვისტო დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗   ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის №15 დადგენილება  „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 12/11/2013, ს/კოდი 010260020.35.140.016071), გარდა დებულების მე-13, მე-15 და მე-16 მუხლებისა, რომლებიც ძალადაკარგულად ჩაითვლება 2014 წლის 03 ნოემბერიდან (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღეს). მუხლი 3🔗   ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასევე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილება  „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების  დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 12/11/2013, ს/კოდი 010260020.35.140.016077). მუხლი 4🔗 ეს დებულება გარდა მე-7, მე-10, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებისა ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗   დებულების მე-7, მე-10, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15  მუხლები ძალაში შევიდეს 2014 წლის 03 ნოემბერს (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღეს).ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თავი I                   ზოგადი   დებულებები    მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო     ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველი თემის -ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. გამგეობის  სამართლებრივი სტატუსი 1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული  დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს  გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.  2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული     ერთეულებისაგან. მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი პრინციპი 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის”, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და  მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად; 2. გამგეობის  თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები და ენა 1. ადმინისტრაციული წარმოება განისაზღვრება: საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით", კანონებით: საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით“,  ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“,  სხვა  მოქმედი კანონმდებლობით; 2. მუნიციპალიტეტში  ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 5🔗. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენება. 1. გამგეობას აქვს სახელმწიფო გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი; 2. გამგებლის ცალკეული უფლებამოსლების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის  პირებს ეძლევათ  უფლება გამოიყენონ საქმის წარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი; 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა  (და  თვითმმართველი თემის დროშა); 4. მუნიციპალიტეტის გამგეობა სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს ორგანული კანონებით-„ საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და„ საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და სხვა მომქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია - დაბა ასპინძა, თამარის ქ. №3. თავი II გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები მუხლი 7🔗. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები 1.გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:   ა) გამგებელი;   ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;   გ) გამგებლის მოადგილე;   დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.  2.  გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა   აღემატებოდეს 13-ს.  3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის გამგებელი 1.გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2.გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. გამგებლის უფლებამოსილება 1. გამგებლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ის მოქმედებს 54-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებებით -ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში; საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში; მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში;აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში. 2. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგეობის წარმომადგენელი. გამგეობის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით. 4.გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. 5.გამგებლის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 6.გამგებლის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. გამგებლის უფლებამოსილების  შეჩერება და შეწყვეტა ეფუძნება საქართველოს ორგანული კანონის- „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს  56-ე მუხლს. მუხლი 10🔗. გამგებლის პირველი მოადგილე 1.გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის  არყოფნის შემთხვევაში  ასრულებს მის მოვალეობებს. 2.გამგებლის პირველი მოადგილის უფლებამოსილება  განისაზღვრება  „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს  57-ე მუხლით  და გამგებლის  მიერ ფუნქციებია განაწილების ბრძანების შესაბამისად. ის ასევე ხელმძღვანელობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგებს. 3.თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.ის ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. გამგებლის პირველ მოადგილეს  ამ დებულებით, დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 5.უფლებამოსილების  შეჩერება და შეწყვეტა ხდება  საქართველოს ორგანული კანონი „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს 59-ე მუხლის შესაბამისად. 6. მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11🔗. გამგებლის მოადგილე 1. გამგებლის მოადგილის უფლებამოსილება  განისაზღვრება  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  57-ე მუხლით და გამგებლის  მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგებს. 2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგებლის მოადგილეს,ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.            4. უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 59-ე მუხლის შესაბამისად. 5. გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 6. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 12🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  მე-60-ე მუხლის შესაბამისად.  3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4.გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 58-ე და 59-ე მუხლებით. თავი III გამგეობის სტრუქტურა მუხლი 13🔗. გამგეობის სტრუქტურული აგებულება 1.გამგეობა შედგება გამგეობის  თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2.გამგეობის სტრუქტურული ერთეულები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგეობის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3.გამგეობის სტრუქტურული ერთეულები  დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება  შედგებოდეს განყოფილების,მთავარი სპეციალისტის და შტატგარეშე მოსამსახურისაგან. მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეული 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 2. სტრუქტურული ერთეული (სამსახური)საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და თავისი დებულების საფუძველზე,გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა  და დავალებების შესაბამისად. 3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე . შესწავლილ საკითხს აცნობს და ათანხმებს მოადგილესთან, რომელსაც ფუნქციურად ექვემდებარება. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტოსამსახური;                                                                                                                                 გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური; დ)  შესყიდვების სამსახური; ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური; ვ)კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარებისსამსახური;                   ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური ;   თ) იურიდიული სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური,ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 15🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. გამგეობის  სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალების შესრულებას ამ და  სტრუქტურული ერთეულის დებულების  შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა,მატერიალური უზრუნველყოფის საკითხი, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,საბუღალტრო აღრიცხვის, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. გ) ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი. დ) შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;  კანონის შესაბამისად   შესყიდვების განხორციელება. ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე. ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტისა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი, დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის  კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. ასევე უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურების შემადგენლობის,მოსამსახურეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მუშაკთა დისციპლინური საკითხის შესწავლას და კონტროლს. თ) იურიდიულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  შემოსულ განცხადებების,საჩივრებისა და მომართვების განხილვა. მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის  ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა სუბიექტების  იურიდიულ კონსულტირება. მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკითხების გამო  სამართლებრივი დასკვნების მომზადება;  გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზა და მათ ვიზირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა და რეზერვისა და მობილიზაციის საკითხების გადაწყვეტა. კ) სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანზრის ტავიდან  აცილება,ჩაქრობა;საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება და ხანზარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება.  2. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად იქმნება განყოფილებები, რომელთა უფროსებსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. ა)  განყოფილების უფროსი: - წარმართავს   განყოფილების საქმიანობას და უზრუნველყოფს მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას; - უზრუნველყოფს  გამგეობის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას. - ამზადებს და  სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ დავალებების შესრულების შესახებ. - ახორციელებს მომქმედი კანონმდებლობით,ამ დებულებით და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით განსაზღვრული და სამსახურის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს მითითებულ ვადაში. ბ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 16🔗. მთავარი სპეციალისტი, შტატგარეშე მოსამსახურე 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში სათანადო სამართლებრივი და ფინანსური  საფუძვლით, გამგებლის მიერ ინიშნება მთავარი სპეციალისტი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთაც სამსახურეობრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. ისინი  ასრულებენ მიცემულ დავალებებს, რომელიც დადგენილია  თანამდებობრივი ინსტრუქციით ან/და შრომითი  ხელშეკრულებით. 2. მთავარი სპეციალისტი  არის პირი, რომელიც დანიშნულია არსებული საშტატო ნუსხით. მათ ნიშნავს გამგებელი, ხოლო სამსახურეობრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. 3. გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად გამგებლის მიერ, „შრომის კოდექსი“-ს  საფუძველზე დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით. მუხლი 17🔗. გამგეობის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; 4. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.  5. გამგეობის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თავი IV გამგეობის მოხელე და მისი თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება მუხლი 18🔗. გამგეობის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. გამგეობის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ამ დებულებით,შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით. 2. გამგეობის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელისაგან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ)საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს  კანონის შესაბამისად, მიიღოს  მონაწილეობა თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების მომზადებაში. დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან წერილობით  მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს; წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური  ანაზღაურებადი შვებულებით 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. გამგეობის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით, გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 19🔗. გამგეობის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა 1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა. 2. თანამდებობრივი ინსტრუქცია განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფეროს, სამსახურებრივი ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს. 3. გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობრივი ინსტრუქციას განსაზღვრავს და ამტკიცებს გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა  მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს  განსაზღვრავს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი   და მის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი. მუხლი 20🔗. გამგეობაში ვაკანსიის გახსნა, გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, გამგეობის მოხელეთა ატესტაცია, სამსახურებრივი დაწინაურება; სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა  გამგეობაში საჯარო მოსამსახურეთა (გარდა  გამგეობის თანამდებობის პირების) ვაკანსიის გახსნა, გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი; გამგეობის მოხელეთა ატესტაცია; სამსახურებრივი დაწინაურება; სამსახურებრივი გადაყვანა; სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება; შეწყვეტა და სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. თავი V გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 21🔗. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება და მისი მიზნები 1. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა,  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე,რომლის მიზნებია: ა) საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება; გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება; ე) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება. 2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის  ან/და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 22🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრული შემთხვევები. მათ შორის: 1. გამგებლის ვალდებულება შეიმუშაოს და საკრებულოს მისაღებად წარუდგინოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტები; 2.  გამგებლის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება; 3.  გამგებლის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება; 4. გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 5. დაინტერესებული პირის განცხადება; 6.  კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა. მუხლი 23🔗. ადმინისტრაციული წარმოების სახეები და  ვადები 1. ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ფორმით, ნორმებით დადგენილ ვადებში მუხლი 24🔗. გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქცია 1. გამგეობის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით; 2. გამგეობის საქმისწარმოებაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური დებულების შესაბამისად. მუხლი 25🔗. გამგეობის შინაგანაწესი 1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი; ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები; თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 2.  გამგეობის შინაგანაწესს  ამტკიცებს გამგებელი. 3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები. მუხლი 26🔗. ანგარიშგება 1. გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე საკრებულოს წევრთა ¼-ის მოთხოვნით - რიგგარეშე ანგარიშს; 2. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნისას,  წერილობითი; 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  და საჯარო მოხელის საანგარიშგებო პერიოდები განისაზღვრება მათი დებულებებით; 4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში); 5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები; 6. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით". მუხლი 27🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში 1. გამგეობაში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და  ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია: ა) გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ; გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა; ე) ლობისტური საქმიანობა. 2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსი. 3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი. 4. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს: ა) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და თანამდებობის პირების შესახებ; ბ)  შინაგანაწესი; გ) გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და  ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის  სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა,   ტელეფონის ნომრები; ე) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) გამგეობაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; ზ) გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე; თ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; ი) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) სხვა საჯარო ინფორმაცია. თავი VI გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მუხლი 28🔗. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1. თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს. 2. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის ბრძანება; ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება; გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსის ბრძანება. 3. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში. 4. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე. 5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 6. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება  დადგენილი წესით. მუხლი 29🔗. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 1. თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გამგეობის თანამდებობის პირის,გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 62-ე მუხლის  შესაბამისად საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. თავი VII გამგეობის რეორგანიზაციის წესი მუხლი 30🔗. გამგეობის რეორგანიზაცია 1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს.რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულის ან/და ადმინისტრაციულ ერთეულის ლიკვიდაციის შემთხვევაში. 2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა; ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს; დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი. 3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ვადების მითითებით: ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ; ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას; გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება; დ) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების  და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება; ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები; ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 31🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული ან/და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სტრუქტურული ერთეულის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანისა და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 32🔗. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს მიერ დადგენილებების მიღება 1.  ამ დებულების  ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014  წლის 15 სექტემბრამდე მიღებული  იქნეს საკრებულოს შემდეგი დადგენილებები: ა) ამ დებულებით  განსაზღვრული გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  დებულებები და გაუქმდეს  ამ დებულების დამტკიცებამდე მომქმედი  სამსახურის დებულებები; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის  საქმისწარმოების ინსტრუქცია; გ) გამგეობის შინაგანაწესი და თანამდებობრივი ინსტრუქციები; დ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულება; ე) საჯარო ინფორმაციის  გამოქვეყნების წესი. 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე  დღემდე ჩატარდეს გამგეობის რეორგანიზაცია. 3. გამგებელმა შეიმუშავოს და 2014 წლის 15 აგვისტომდე საკრებულოში დასამტკიცებლად წარუდგინოს გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა. 4. გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელონ რეორგანიზაციის რეჟიმში.