ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 04.05.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.167.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,519 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2014 მიღება
04.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (14)
3 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის
4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება.
5 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
6 იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება
7 სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
8 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ერთ ბენეფიციარზე სულ
1* უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
2** საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება
*** უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება
**** სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №33 2014 წლის  4 აგვისტო ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “   საქართველოს ორგანული კანონის  მე-19 მუხლის ,,ბ“  ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და ბიუჯეტი №1- და №2 დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ,,ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას“  მიეცეს უფლება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სხვა სამართლებრივ აქტებთან ერთად იმოქმედონ ამ დადგენილებით დამტკიცებული   ,,ჯანმრთელოსა და სოციალური დაცვის პროგრამისა და ბიუჯეტის’’ ფარგლებში. მუხლი 4🔗    დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანაველაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე                                                                                                                                           დანართი 1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამა (პროექტი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა  მუხლი 1🔗. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა  1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.  2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.  3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).  მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები  1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;  2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3.მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ;  4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;  5. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;  6. სოციალურად დაუცველი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და დევნილთა ოჯახების დახმარება;  7. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ და უგზო - უკვლოდ დაკარგულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა, ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.  8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;  9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;  10. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა;  11.უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაცია;  12. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და  სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;  13. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.   14.  უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით.  მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:  1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;  2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;  3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;  4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;  5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები  მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები  სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე ასაკის) ოჯახი;  2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;  3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი;  4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი;  5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში;   6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;  7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ  დაღუპული მეომრის ოჯახი;  8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი;  9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის);  10. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს)ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას;  11. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან არ გააჩნია  თავშესაფარი; 12. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება: ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება. 2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა  ოჯახების  ინტერესების დაცვა: ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე  -  ლიმიტის ფარგლებში). 3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის (მათ შორის მედიკამენტური)  თანადაფინანსება. 4.  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ერთჯერადი  ფულადი დახმარების გაწევა; ზამთრის თბობის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფა. 5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება. 9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი. 10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. 11. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება. სამოქალაქო ინიციატივების წახალისება. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება  პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გაათვალისწინებულია 384 000 (სამას ოთხმოცდა ოთხი ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა  პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).  მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია  სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.  2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა;   3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ)განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;  დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;  4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:  ა) განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.  5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის "მიხედვით 57000 -ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;   6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში:  ა) განცხადება;  ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;  გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;  დ) საშიშ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში – აქტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შესახებ;  7. მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:  ა) განცხადება;  ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;  8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ  დაკარგული მეომრების ოჯახისათვის:  8.1 ა)მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:  ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;  ა.დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  8.2. ბ)სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:  ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.  9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის:  ა) განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი;  გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.  10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:  ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;  დ) გამგებლის დავალებით ადმინისტრაციული ერთეულში ,,გამგებლის  წარმომადგენლის ‘’ მიერ შედგენილი  სამეზობლო აქტი გარდაცვლილი პირის ოჯახური მდგომარეობის შესახებ.  11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:  ა) განცხადება;  ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;  დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;  ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს);   ვ) ცნობა – მიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას.  12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად:  ა) განცხადება;  ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ;  დ)  გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;  ე) გასაქირავებელი ბინის კერძო საკუთრებაში ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან.  ზ) გამგეობასა და ბინის მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.  13. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი საშუალებით უზრუნველსაყოფად:  ა) განცხადება;  ბ) ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების შესახებ, რომელთა სარეიტინგო ქულა მინიმალურია;  გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.  14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად:  ა) განცხადება;  ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;  მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა  1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის)ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი;  3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  4. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  5. უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველთა ოჯახზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.  6. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 250 ლარი.  ა) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არა უმეტეს 500 ლარი.  7. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 100 ლარი.  8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:  ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;  ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში .  9. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა.  10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.  11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარულ და მედიკამენტურ მკურნალობას, თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს –  500 ლარი.  12. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან  სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 120 ლარი, ბინის ქირის დასაფარად.  13. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას -  დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ქ. ლაგოდეხის მოსახლეობა. ოჯახთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის დაბალი სარეიტინგო ქულა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და ასაკი.  14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.  მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება  1. ,,მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ’’, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის თანხმობით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით(ბრძანებით).  2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.  3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ’’ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.  5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. თავი IV დასკვნითი დებულებები  მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:  1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში  (გამგებლის გადაწყვეტილებით).  2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.  3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.  4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.  5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.  6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.  7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან მირებული ინფორმაციის საფუძველზე. 8. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ - გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების (შესაბამისი აქტის) საფუძველზე.  9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. 10. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან  სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:  1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.  2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა  პროგრამის განხორციელების ვადაა ამოქმედებიდან  2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.   მუხლი 15🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორცილების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: 1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი. 2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას. 3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. 4. გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა. დანართი 2 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა № დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/ რეალიზაციის ვადა ერთ ბენეფიციარზე სულ 1* უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 40000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 2** საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება 75000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 3 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის 100000 ლარი უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება არა უმეტეს 500 ლარი პროგრამის შესაბამისად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად  და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა) არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად წლის განმავლობაში. ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ მარტოხელა  მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი 100 ლარი წელიწადში ერთხელ 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი წელიწადში ერთხელ *** უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება 31000 ლარი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება. 100 ლარი სადღესასწაულო საჩუქრები 15000 ლარი პროგრამის შესაბამისად 5 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 80000 ლარი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება 250 ლარი წელიწადში ერთხელ მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ-გაუსაძლის პირობებში არა უმეტეს 500 ლარი წელიწადში ერთხელ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი დაბადებიდან 6 თვის ვადაში 6 იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება 10000 ლარი პროგრამის შესაბამისად 7 სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი 5000 ლარი პროგრამის შესაბამისად **** სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება 5000 ლარი პროგრამის შესაბამისად 8 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის) 250 ლარი 3000 ლარი პროგრამის შესაბამისად 9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში 20000 ლარი პროგრამის შესაბამისად სულ: 384000 ლარი  * შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.  ** შენიშვნა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. ***შენიშვნა: უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. **** შენიშვნა: სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება:   ვეტერანთათვის  -  ლიმიტის ფარგლებში - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე.